კიდევ ერთი ცნობა Football Leaks-ისგან - რა აუკრძალა რონალდომ თანამშრომლებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს თანამშრომლებმა 2012 წელს მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი, რომელიც მასზე ინფორმაციის გასაჯაროებას უკრძალავს.

შეთანხმების მიხედვით, პორტუგალიელის პერსონალს არ აქვს უფლება, გაასაჯაროოს ცნობები, რა ხდება რონალდოსთან სახლში, სანამ 70 წელი არ გავა ფეხბურთელის გარდაცვალებიდან ან მისი ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვლებიდან.

თუ ეს პუნქტი დაირღვევა და პერსონალის რომელიმე წევრი პრესასთან ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრებს, მან უნდა გადაიხადოს ჯარიმა არანაკლებ 300 ათასი ევროსი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ რონალდომ 2015 წელს 163 ათასი ევრო მიიღო იმის გამო, რომ Panini-ს დასაწებებელ
სურათებს ავტოგრაფი დააწერა. ხოლო ნეიმარმა 2013 წელს 600 სურათზე ავტოგრაფისთვის 50 ათასი ევრო მიიღო.

აღნიშნული მონაცემები გამოცემებმა Der Spiegel-მა და El Mundo-მ პორტალ Football Leaks-ისგან მიიღეს, რომელიც დროდადრო ფეხბურთის სამყაროდან კონფიდენციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

- Football Leaks: შარში გახვეული ვარსკვლავები და ბალოტელის საიდუმლო კონტრაქტი
- ეს ჯერ ჟურნალია! ფეხბურთის სკანდალური ისტორიები Football Leaks-ისგან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული