დაცვა და პრესინგი - "ბარსელონას" მთავარი პრობლემა

AutoSharing Option
"ბარსელონა" ძველებურად ძლიერი ვეღარ არის - ამ მოსაზრებას ხშირად გაიგონებთ. სიმართლეა თუ არა ეს, მკითხველმა განსაჯოს. თემა ისეთია, რომ მსჯელობა და კამათი ნამდვილად შეიძლება.

ფაქტი ერთია: თვით კატალონიური კლუბის გულშემატკივრებიც კი აღიარებენ, რომ გუნდი ძველებურად კარგად ვეღარ იცავს თავს. "ბარსას" დაცვაში რომ პრობლემებია, ეს ირიბად კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამაც აღიარა. წერენ, რომ გუნდი დაინტერესებელია "შახტარის" მცველის, დარიო სრნას გადაბირებით. სრნას გამოცდილება მისწრება უნდა იყოს კატალონიური კლუბისათვის, მაგრამ პრობლემა უფრო სხვაგანაა საძიებელი.

გამორიცხულია, კატალონიური გუნდის ქომაგებსაც კი მოსწონდეთ ის, რაც ამ გუნდის
დაცვაში ხდება. განსაკუთრებით ცენტრალურ ზონაში არსებული პრობლემები უნდა ვახსენოთ. კარლეს პუიოლის წასვლის შემდეგ ჟერარდ პიკე ძველებურად დამაჯერებელი ვეღარ არის.

ვინ სჭირდება დღეს კატალონიურ კლუბს ყველაზე მეტად? გამოცდილი ცენტრალური მცველი, რომელიც ლიდერის ფუნქციებით არის დაჯილდოვებული. ასეთი უკანახაზელის მოძიება დღევანდელ ფეხბურთში იოლი არ არის, მაგრამ "ბარსელონას" დონისა და გაქანების გუნდისათვის შეუძლებელი არაფერია.

ასეთი ფეხბურთელის გამოჩენა კატალონიელთა დაცვას მეტად თავდაჯერებულს გახდის. ეს თვისება თანამედროვე "ბლაუგრანას" მცველებს აშკარად აკლიათ. გავიხსენოთ თუნდაც "კლასიკოს" ბოლო წუთები.

გასაგებია, რომ სერხიო რამოსი ბოლო წუთების მონსტრად ჩამოყალიბდა, მაგრამ ადრე "ბარსა" არცერთ მეტოქეს აძლევდა ასეთი რამეების გაკეთების საშუალებას.

ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" შედარებით არადამაჯერებელი თამაშის მიზეზი ისაა, რომ "ბარსელონას" პრესინგი ძველებურად წარმატებული აღარ არის. ამას სერხიო ბუსკეტსის არცთუ კარგ სათამაშო ფორმას უკავშირებენ.

ფაქტია, ბუსკეტსი მართლაც ვერ არის იდეალურ ფორმაში, მაგრამ "ბარსას" არ უნდა დასჭირდეს ახალი საყრდენი ნახევარმცველის მოძიება. ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს აქვს და სერხიო აუცილებლად დაიბრუნებს ოპტიმალურ სათამაშო ფორმას.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ ესპანური პრიმერას დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი და სავსებით შესაძლებელია "რეალთან" ჩამორჩენის აღმოფხვრა. "რეალს" ადრე თუ გვიან აუცილებლად დაეწყება ჩავარდნა და კატალონიელებს ყველანაირი რესურსი აქვთ, რომ ამით ისარგებლონ.

საერთოდ, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არცთუ იშვიათად გვინახავს კედელთან მიყენელი "ბარსელონა" და ახლა ასეთ სიტუაციაში, როცა არ არსებობს უკან დასახევი გზა, კატალონიელთა ცქერა ძალიან საინტერესო უნდა იყოს.

ფაქტია, "ბლაუგრანას" სჭირდება მეტი სტაბილურობა იმისათვის, რომ ესპანეთში საჩემპიონო ბრძოლას ბოლომდე შერჩეს ეშხი და ინტერესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ვიცი, ასე მგონია პიკე მეორე სეზონია კარიერის პიკზეა მეთქი. ყოველ შემთხვევაში ასე საიმედო არასოდეს ყოფილა. ინიესტას გარეშე,ბარსა სუსტია.
ბაქარი
00:57 20-12-2016
0
Naxet burtis floba sosiedadtan an realtan pirvel taimshi da mere iniestas shemosvlis da dabruebis mere. Ori gansxvavebuli taimi realtan. Sul sxva barsa iyo osasunastan gladbachtan da espanioltan
Coco
15:23 19-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული