კრიშტიანო რონალდოს აღიარება: ორი ტიტული ერთ დღეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" 31 წლის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ევროპის 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. გამოკითხვაში მონაწილეობა 27-მა ევროპულმა სააგენტომ მიიღო.

ეს ტიტული პოლონურმა სააგენტო PAP-მა 1958 წელს დააწესა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჩოგბურთელ ენდი მარეის და უნგრელ მოცურავე კატინკა ჰოსუს აჯობა.

* * *
ამ დღეს რონალდომ კიდევ ერთი ტიტული მოიგო. Globe Soccer Awards-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ისევ და ისევ კრიშტიანო დაასახელა. ეს მეოთხე ტიტულია პორტუგალიელისთვის.

დუბაიში კრიშტიანო არ ჩასულა, მისი ვიდეომიმართვა აჩვენეს. პრიზი კი ფლორენტინო პერესმა ჩაიბარა, რომელმაც კიდევ ორი პრიზი მიიღო: წლის
საუკეთესო კლუბისთვის დაწესებული და წლის საუკეთესო პრეზიდენტისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული