სკანდალი იტალიაში: დომენიკო კრიშიტო ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების რიგებიდან მოულოდნელი ინფორმაცია მოვიდა. იტალიური მედიის ცნობით, ნაკრების თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ "ზენიტის" მცველი დომენიკო კრიშიტო ევრო 2012-ის განაცხადში არ შეიყვანა.

28 მაისს პოლიცია "სკუადრა აძურას" ბაზაზე მივიდა, სადაც გუნდი ჩემპიონატისთვის ემზადება. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც არ ვარჯიშობდა, სწორედ კრიშიტო იყო. დომენიკოს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში სდებენ ბრალს და შესაძლოა, გამოძიებამ დააპატიმროს კიდეც.

მოთამაშის აგენტი ყველა ბრალდებას უარყოფს, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დემეტრიო ალბერტინიმ მდგომარეობა უკვე შეაფასა:

"კრიშიტო ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. მას სურს, შექმნილ მდგომარეობაში გაერკვეს და საკუთარი უდანაშაულობა
დაამტკიცოს".

ასევე იხილეთ
იტალიური პოლიცია კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული