ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტურის წინ: ქულებს უკვე ოქროს ფასი აქვს

AutoSharing Option
ფოტოზე: ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს, რომელსაც ჯგუფში საქმე დალხენილად არ აქვს, საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავს - უკრაინა

27-29 და 31 მარტს ევროპაში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ბატალიები განახლდება. სულ 27 მატჩია, რომელთაგანაც, რა თქმა უნდა, უპირველესი ჩვენთვის კვირას, "დინამო არენაზე" გაიმართება საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის, თუმცა არც სხვა დაპირისპირებები დავტოვოთ უყურადღებოდ.

ევროშესარჩევის V ტურის მატჩები 27 მარტს C, E და G ჯგუფებში გაიმართება, 28-ში - A, B და H ჯგუფებში, ხოლო 29-ში - F, D და I ჯგუფებში.

შეგახსენებთ, რომ
საფრანგეთის 23 საგზურისთვის (პირველი მასპინძელი გუნდია) 53 ნაკრები იბრძვის, რომელთაგანაც გიბრალტარი დებიუტანტია. ევროპის ჩემპიონატზე გადიან 9 ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსნები და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი. დარჩენილი 4 საგზურისთვის კი 8 მესამეადგილოსანი პლეი ოფში ითამაშებს.

ბუნებრივია, ჯერ საგზური არავის გაუნაღდებია, ეს ვერც ამ დღეებში მოხდება, თუმცა ქულებს უკვე ოქროს ფასი დაედო.

დღემდე უდანაკარგოდ სამმა ნაკრებმა მოაღწია, რომელთაგანაც ორი არც ისე შორეულ წარსულში ერთ ქვეყანას წარმოადგენდა (ჩეხეთი და სლოვაკეთი). მათ გარდა, უდანაკარგოა როი ჰოჯსონის ინგლისის "სამი ლომი".
Sportall.Ge
უეინ რუნის ბობი ჩარლტონის მიღწევამდე სამი ქულა რჩება, თუმცა ყურადღების ცენტრში არა ის, არამედ დებიუტანტი ჰარი კეინი იქნება, ინგლისის მეტოქე კი ლიტვაა.

ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს, რომელსაც მთლად დალხენილი სიტუაცია არ აქვს ჯგუფში, რადგან სლოვაკეთი უსწრებს, საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავს - უკრაინა.

მძიმე სიტუაციაშია კიდევ ერთი გრანდი - ჰოლანდია, რომელმაც უკვე მოახერხა და წააგო ჩეხეთთან და ისლანდიასთან. სხვათა შორის, ბოლოს ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა 1984 წელს. მაშინაც მასპინძელი ქვეყანა საფრანგეთი იყო. საგანგაშო სიგნალია.

"ფორთოხლისფერებს" ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ელით ამსტერდამში. მეტოქე თურქეთია, რომელიც კიდევ უფრო ცუდ დღეშია.

Sportall.Ge
ფოტოზე: ჰოლანდიის ნაკრების ვარჯიში
ჩეხებს 100%-იანი შედეგის შენარჩუნება ლატვიასთან მოგებით შეეძლებათ. ისლანდია, რომელსაც ვეტერანი ეიდურ გუდიონსენი დაუბრუნდა (ნაკრებისთვის თავი ჰქონდა დანებებული) ყაზახეთში მიემგზავრება.

ბელგიას ამ დღეებში ორი მატჩი ელის, კვიპროსთან და ისრაელთან (რომელიც I ტურში უნდა გამართულიყო, მაგრამ პალესტინის მოვლენების გამო გადაიდო). ისრაელი, თავის მხრივ, ბელგიამდე უელსს დაუპირისპირდება, რომელიც 1958 წლის მერე არც ერთ დიდ ტურნირზე არ გასულა.

მოგების გარეშე მოთამაშე საბერძნეთს უნგრეთში, ალბათ, ბოლო შანსი აქვს, საბერძნეთს ახლა ურუგვაელი სერხიო მარკარიანი წვრთნის.

პორტუგალიას შეუძლია, ჯგუფში ლიდერობა მოიპოვოს, თუკი სერბეთს დაამარცხებს.

ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური
A ჯგუფი
ყაზახეთი-ლატვია 0:0
ისლანდია-თურქეთი 3:0
ჩეხეთი-ჰოლანდია 2:1
თურქეთი-ჩეხეთი 1:2
ჰოლანდია-ყაზახეთი 3:1
ლატვია-ისლანდია 0:3
ყაზახეთი-ჩეხეთი 2:4
ისლანდია-ჰოლანდია 2:0
ლატვია-თურქეთი 1:1
ჰოლანდია-ლატვია 6:0
თურქეთი-ყაზახეთი 3:1
ჩეხეთი-ისლანდია 2:1

შაბათი. 28 მარტი
ყაზახეთი-ისლანდია 19:00
ჩეხეთი-ლატვია 21:00
ჰოლანდია-თურქეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩეხეთი 4 4 0 0 10-5 12
2. ისლანდია 4 3 0 1 9-2 9
3. ჰოლანდია 4 2 0 2 10-5 6
4. თურქეთი 4 1 1 2 5-7 4
5. ლატვია 4 0 2 2 1-10 2
6. ყაზახეთი 4 0 1 3 4-10 1

B ჯგუფი
ბოსნია-კვიპროსი 1:2
ანდორა-უელსი 1:2
უელსი-ბოსნია 0:0
კვიპროსი-ისრაელი 1:2
ანდორა-ისრაელი 1:4
უელსი-კვიპროსი 2:1
ბოსნია-ბელგია 1:1
კვიპროსი-ანდორა 5:0
ბელგია-უელსი 0:0
ისრაელი-ბოსნია 3:0

შაბათი. 28 მარტი
ისრაელი-უელსი 21:00
ანდორა-ბოსნია 23:45
ბელგია-კვიპროსი 23:45

31 მარტი
ისრაელი-ბელგია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ისრაელი 3 3 0 0 9-2 9
2. უელსი 4 2 2 0 4-2 8
3. კვიპროსი 4 2 0 2 9-5 6
4. ბელგია 3 1 2 0 7-1 5
5. ბოსნია 4 0 2 2 2-6 2
6. ანდორა 4 0 0 4 2-17 0

C ჯგუფი
უკრაინა-სლოვაკეთი 0:1
ესპანეთი-მაკედონია 5:1
ლუქსემბურგი-ბელარუსი 1:1
მაკედონია-ლუქსემბურგი 3:2
ბელორუსი-უკრაინა 0:2
სლოვაკეთი-ესპანეთი 2:1
უკრაინა-მაკედონია 1:0
ბელორუსი-სლოვაკეთი 1:3
ლუქსემბურგი-ესპანეთი 0:4
ლუქსემბურგი-უკრაინა 0:3
მაკედონია-სლოვაკეთი 0:2
ესპანეთი-ბელორუსი 3:0

პარასკევი. 27 მარტი
მაკედონია-ბელორუსი 23:45
სლოვაკეთი-ლუქსემბურგი 23:45
ესპანეთი-უკრაინა 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 4 4 0 0 8-2 12
2. ესპანეთი 4 3 0 1 13-3 9
3. უკრაინა 4 3 0 1 6-1 9
4. მაკედონია 4 1 0 3 4-10 3
5. ბელორუსი 4 0 1 3 2-9 1
6. ლუქსემბურგი 4 0 1 3 3-11 1

D ჯგუფი
საქართველო-ირლანდია 1:2
გიბრალტარი-პოლონეთი 0:7
გერმანია-შოტლანდია 2:1
შოტლანდია-საქართველო 1:0
ირლანდია-გიბრალტარი 7:0
პოლონეთი-გერმანია 2:0
გერმანია-ირლანდია 1:1
პოლონეთი-შოტლანდია 2:2
გიბრალტარი-საქართველო 0:3
საქართველო-პოლონეთი 0:4
გერმანია-გიბრალტარი 4:0
შოტლანდია-ირლანდია 1:0

29 მარტი
საქართველო-გერმანია
შოტლანდია-გიბრალტარი
ირლანდია-პოლონეთი

E ჯგუფი
შვეიცარია-ინგლისი 0:2
სან მარინო-ლიტვა 0:2
ესტონეთი-სლოვენია 1:0
სლოვენია-შვეიცარია 1:0
ინგლისი-სან მარინო 5:0
ესტონეთი-ინგლისი 0:1
ლიტვა-სლოვენია 0:2
სან მარინო-შვეიცარია 0:4
სან მარინო-ესტონეთი 0:0
ინგლისი-სლოვენია 3:1
შვეიცარია-ლიტვა 4:0

პარასკევი. 27 მარტი
ინგლისი-ლიტვა 23:45
სლოვენია-სან მარინო 23:45
შვეიცარია-ესტონეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 4 4 0 0 11-1 12
2. სლოვენია 4 2 0 2 4-4 6
3. შვეიცარია 4 2 0 2 8-3 6
4. ლიტვა 4 2 0 2 3-6 6
5. ესტონეთი 4 1 1 2 1-2 4
6. სან მარინო 4 0 1 3 0-11 1

F ჯგუფი
უნგრეთი-ჩრდ. ირლანდია 1:2
საბერძნეთი-რუმინეთი 0:1
ფარერები-ფინეთი 1:3
რუმინეთი-უნგრეთი 1:1
ჩრდ. ირლანდია-ფარერები 2:0
საბერძნეთი-ჩრდ. ირლანდია 0:2
ფინეთი-რუმინეთი 0:2
ფარერები-უნგრეთი 0:1
რუმინეთი-ჩრდ. ირლანდია 2:0
უნგრეთი-ფინეთი 1:0
საბერძნეთი-ფარერები 0:1

კვირა. 29 მარტი
ჩრდ. ირლანდია-ფინეთი 20:00
რუმინეთი-ფარერები 20:00
უნგრეთი-საბერძნეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 4 3 1 0 6-1 10
2. ჩრდ. ირლანდია 4 3 0 1 6-3 9
3. უნგრეთი 4 2 1 1 4-3 7
4. ფინეთი 4 1 1 2 4-5 4
5. ფარერები 4 1 0 3 2-6 3
6. საბერძნეთი 4 0 1 3 1-5 1

G ჯგუფი
რუსეთი-ლიხტენშტაინი 4:0
ჩერნოგორია-მოლდოვა 2:0
ავსტრია-შვედეთი 1:1
შვედეთი-რუსეთი 1:1
მოლდოვა-ავსტრია 1:2
ლიხტენშტაინი-ჩერნოგორია 0:0
რუსეთი-მოლდოვა 1:1
ავსტრია-ჩერნოგორია 1:0
შვედეთი-ლიხტენშტეინი 2:0
მოლდოვა-ლიხტენშტაინი 0:1
ავსტრია-რუსეთი 1:0
ჩერნოგორია-შვედეთი 1:1

პარასკევი. 27 მარტი
ლიხტენშტაინი-ავსტრია 23:45
მოლდოვა-შვედეთი 23:45
ჩერნოგორია-რუსეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 4 3 1 0 5-2 10
2. შვედეთი 4 1 3 0 5-3 6
3. რუსეთი 4 1 2 1 6-3 5
4. ჩერნოგორია 4 1 2 1 3-2 5
5. ლიხტენშტაინი 4 1 1 2 1-6 4
6. მოლდოვა 4 0 1 3 2-6 1

H ჯგუფი
აზერბაიჯანი-ბულგარეთი 1:2
ნორვეგია-იტალია 0:2
ხორვატია-მალტა 2:0
მალტა-ნორვეგია 0:3
ბულგარეთი-ხორვატია 0:1
იტალია-აზერბაიჯანი 2:1
ხორვატია-აზერბაიჯანი 6:0
მალტა-იტალია 0:1
ნორვეგია-ბულგარეთი 2:1
აზერბაიჯანი-ნორვეგია 0:1
ბულგარეთი-მალტა 1:1
იტალია-ხორვატია 1:1

შაბათი. 28 მარტი
აზერბაიჯანი-მალტა 21:00
ხორვატია-ნორვეგია 21:00
ბულგარეთი-იტალია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 4 3 1 0 10-1 10
2. იტალია 4 3 1 0 6-2 10
3. ნორვეგია 4 3 0 1 6-3 9
4. ბულგარეთი 4 1 1 2 4-5 4
5. მალტა 4 0 1 3 1-7 1
6. აზერბაიჯანი 4 0 0 4 2-11 0

I ჯგუფი
დანია-სომხეთი 2:1
პორტუგალია-ალბანეთი 0:1
სომხეთი-სერბეთი 1:1
ალბანეთი-დანია 1:1
სერბეთი-ალბანეთი 3:0
დანია-პორტუგალია 0:1
სერბეთი-დანია 1:3
პორტუგალია-სომხეთი 1:0

კვირა. 29 მარტი
ალბანეთი-სომხეთი 20:00
პორტუგალია-სერბეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 2 1 1 6-4 7
2. პორტუგალია 3 2 0 1 2-1 6
3. ალბანეთი 3 1 1 1 2-4 4
4. სერბეთი 3 1 1 1 5-4 1
5. სომხეთი 3 0 1 2 2-4 1
შენიშვნა: სერბეთი -3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული