მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო, კარლო ანჩელოტის გუნდმა სტუმრად 2:1 დაამარცხა "ვერდერი". პირველ ტაიმში ანგარიში სტუმრებმა ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის კომბინაციის შემდეგ გახსნეს, რასაც დავიდ ალაბას მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ჯარიმა მოჰყვა. მეორე ტაიმში მაქს კრუზემ ერთი გოლი გაქვითა.
ლიდერს კვლავ სამი ქულით ჩამორჩება "ლაიპციგი", რომელმაც შინ "ჰოფენჰაიმს" მოუგო - 2:1. შედეგად, ევროპის ტოპ-5 ლიგებში ერთი გუნდიც აღარ დარჩა ამ სეზონში დაუმარცხებელი. არადა, სტუმრები ამირის გოლით იგებდნენ, მაგრამ
"ლევერკუზენი" შინ ჟონათან თას და ხავიერ ერნანდესის გოლებით 2:0-ს უგებდა "გლადბახს", მაგრამ სამი გოლი გაუშვა და 2:3 წააგო. დუბლი შეასრულა ლარს შტინდლა, "ბორუსიას" კი რაფაელის გოლმა მოაგებინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ "კიოლნმა" სტუმრად 6 გოლი გაუტანა აუტსაიდერ "დარმშტადტს", ხოლო "ვოლფსბურგმა" მარიო გომესის მორიგი გოლის მიუხედავად, წააგო. "ინგოლშტადტმა" "6-ქულიანი" მატჩი მოუგო "ჰამბურგს".
შაბათი. 28 იანვარი
ვოლფსბურგი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 მ. გომესი (4), 1:1 ჰალ. ალთინთოფი (25), 1:2 კორი (69)
ინგოლშტადტი-ჰამბურგი 3:1
გოლები: 1:0 გროსი (14), 2:0 ზუტნერი (22), 3:0 კოენი (47-პენ), 3:1 საკაი (63)
ვერდერი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 რობენი (30), 0:2 ალაბა (45), 1:2 მ. კრუზე (53)
დამრშტადტი-კიოლნი 1:6
გოლები: 0:1 სულუ (32 ს. კ.), 0:2 ოსაკო (36), 0:3 მოდესტე (42), 1:3 სემი (66-პენ), 1:4 ოსაკო (72), 1:5 იოიჩი (85), 1:6 რუდნევსი (89)
ლაიპციგი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 0:1 ამირი (18), 1:1 ვერნერი (38), 2:1 ზაბიტცერი (77)
გაძევება: ს. ვაგნერი (60. ჰოფენჰაიმი)
ლევერკუზენი-გლადბახი 2:3
გოლები: 1:0 თა (31), 2:0 ხ. ერნანდესი (34), 2:1 შტინდლი (52), 2:2 შტინდლი (58), 2:3 რაფაელი (71)
პარასკევი. 27 იანვარი
შალკე-აინტრახტი 0:1
კვირა. 29 იანვარი
ფრაიბურგი-ჰერტა 18:30
მაინცი-დორტმუნდი 20:30
1. ბაიერნი - 45 ქულა; 2. ლაიპციგი - 42; 3. აინტრახტი - 32; 4. ჰოფენჰაიმი - 31; 5. დორტმუნდი - 30.