კვირას საღამოს, "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე, სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი და ფინანსების განმკარგველი კარლ-ჰაინც ჰოპფნერი დასხდნენ და შექმნილ ვითარებაზე საათნახევრის განმავლობაში იმსჯელეს. მანამდე, ჰიონესს
ექსპერტების აზრით, მიუნხენური გრანდის შეფები ჰოლანდიელ სპეციალისტს მანამდე არ გაათავისუფლებენ, სანამ უკვე შეთანხმებულები არ იქნებიან მწვრთნელთან, რომელიც მას შეცვლის - დიდი ხნით, ან დროებით. ასე მოხდა იურგენ კლინსმანის გათავისუფლების დროსაც, როცა კლინსი იუპ ჰაინკესმა შეცვალა და საერთოდ, რეკორდმაისტერში ასე ხდება ხოლმე. "ბილდი" წერს, რომ ვან გაალის დაფრენა მხოლოდ დროის ამბავია და თუ ჩვენს ბილდელ კოლეგებს ვენდობით, ჰიონესი და რუმენიგე "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ. პირველ რიგში სურთ, რომ გუნდი მათიას ზამერს ჩააბარონ, რომელიც გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორია. "ბილდში" გამოთქმულია ვარაუდი, რომ ზამერმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.
ჰიონესი და რუმენიგე ცოტა ხნის წინ "ჰოფენჰაიმიდან" გათავისუფლებულ რალფ რანგნიკზეც ფიქრობენ, მაგრამ არ არიან დარწმუნებულები, რომ "პროფესორი რალფი" "ბაიერნისთვის" შესაფერისი სპეციალისტია. დიდი შანსია, რომ ზამერმა "ბაიერნის" ახლავე ჩაბარებაზე უარი თქვას და თუ არც რანგნიკის სასარგებლოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ასეთ შემთხვევაში ული და კალე რეკორდმაისტერს დროებით, სეზონის ბოლომდე მეორე გუნდის მწვრთნელსა და ვან გაალის ასისტენტს, ჰერმან გერლანდს ჩააბარებენ, რომელსაც ასისტენტობას მიუნხენური გრანდის ყოფილი ფეხბურთელი მეჰმეთ შოლი გაუწევს.
მოკლედ, ვარიანტები ბევრია და საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს-ხვალ უნდა ველოდოთ. ფაქტია, რომ ვან გაალის "ბაიერნში" დარჩენისა აღარავის სჯერა. თვითონ ჰოლანდიელმა, "ჰანოვერთან" მატჩის მერე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი აზრით, შეფები ჯერ კიდევ ენდობიან, თუმცა ამ შემთხვევაში ვან გაალის მოსაზრებები ნაკლებად საინტერესოა.
"ჰანოვერთან" წაგების შემდეგ, "ბაიერნმა" მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რეკორდმაისტერის შეფებს ვან გაალის გათავისუფლებაზე ფიქრი სერიოზულად დაეწყოთ. ჩემპიონობის პრაქტიკული შანსის დაკარგვისა და გერმანიის თასიდან გავარდნის შემდეგ, "ბაიერნისთვის" ნაღდად მეტისმეტია ის, რომ მიუნხენური კლუბი მეორეადგილოსან "ლევერკუზენს" უკვე შვიდი ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან "ჰანოვერს" კი - ხუთით.
ცხადია, ამ ჩამორჩენის ამოქაჩვა შეიძლება და მიუნხენელებს ეს ნამდვილად ხელეწიფებათ, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელებს სიტყვა "შეიძლება" არ აკმაყოფილებთ. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება საფრთხეშია და ამით ყველაფერია ნათქვამი. "ჰანოვერთან ადრეც წაგვიგია და საერთოდ, ბევრჯერ დავმარცხებულვართ... აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამაზრზენად ვითამაშეთ. ასეთი თამაში და ასეთი წაგება კი გვაიძულებს, განგაშის ზარებს შემოვკრათ, რათა მერე გვიანი არ იყოს. ფაქტია, რომ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ", - ეს რუმენიგეს სიტყვებია.
ლუის ვან გაალი, რომელსაც "ბაიერნთან" კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს, ამბობდა: "მე ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელები ჯერ კიდევ მენდობიან, მაგრამ თავს ვერაფერზე დავდებ. დავრჩები თუ არა პოსტზე, ეს შეფების გადასაწყვეტია."
ის ფაქტი, რომ ვან გაალს მხარში აღარც კაპიტანი ლამი უდგას, ფილიპის ერთ კომენტარში დადასტურდა - კითხვაზე, არის თუ არა ვან გაალი ჯერ კიდევ "ბაიერნისთვის" ზედგამოჭრილი მწვრთნელი, ლამმა ასე უპასუხა: "ამ კითხვაზე მე კი არა, ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ გაგცემთ პასუხს."
ახლა კი დროა, იმ გუნდზეც ვთქვათ რამე, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიწვია: ჰანოვერში შაბათს დიდი ზეიმი იყო. ჰო, ამ გუნდს ადრეც დაუმარცხებია რეკორდმაისტერი, მაგრამ ამ გამარჯვებას სულ სხვა გემო ჰქონდა: ჯერ ერთი, ამ მოგებით "ჰანოვერმა" "ბაიერნს" ისარი პირდაპირ გულში ჩაასო და რაც ყველაზე მთავარია, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი დაამარცხა, რაც მირკო სლომკას გუნდს უდიდეს სენსაციასთან აახლოვებს. "ჰანოვერი" სამეულში რომ მოხვდეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, დაგვეთანხმებით, ეს დიდი სასწაული იქნება, სლომკას კი ძეგლს დაუდგამენ...
შაბათსვე, "ლევერკუზენმა" "ვოლფსბურგი" 3:0 დაამარცხა და მეორე ადგილი შეინარჩუნა. "მაინცმა" "ჰამბურგზე" პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის, რომელმაც "მაინცური ზღაპარი" დაასრულა, შური იძია და ჩრდილოგერმანულ კლუბს მისსავე მოედანზე 4:2 მოუგო, რითაც "მაინცმა" "ბაიერნს" გადაასწრო და თომას ტუხელის გუნდს ხუთეულში მოხვედრისა და ევროპის ლიგაში გასვლის ჩინებული შანსი აქვს. სხვათა შორის, მაინცელებს ხელი ჯერ არც ჩემპიონთა ლიგაზე ჩაუქნევიათ. ხუთეულს უჩუმრად მიუახლოვდა "ნიურნბერგიც", რომელსაც ასევე არავინ აგდებდა სათვალავში. შაბათს ფრანკებმა "ზანკტ პაულის" გადაურბინეს, შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და რაც ყველაზე მთავარია, ამ შვიდიდან ხუთი მატჩი მოიგეს.
მოვლენები საინტერესოდ განვითარდა გასავარდნ ზონაშიც: "გლადბახმა" "ჰოფენჰაიმს" მოუგო (2:0) და იმედის ნაპერწკალი კიდევ უფრო გაიღვივა, "შტუტგარტმა" "შალკე" დაამარცხა (1:0) და მე-16, ანუ, სარელეგაციო ადგილამდე აღზევდა, "ვერდერმა" კი კვირას "ფრაიბურგი" დაამარცხა (2:1) და შავი ზონა დატოვა - შაბათის მერე ბრემენელები მე-17 ადგილზე იყვნენ.
მომდევნო ტური
11 მარტი. კიოლნი-ჰანოვერი. 12 მარტი. ბაიერნი-ჰამბურგი, შალკე-აინტრახტი, ვოლფსბურგი-ნიურნბერგი, ჰოფენჰაიმი-ბორუსია (დ), კაიზერსლაუტერნი-ფრაიბურგი, ვერდერი-ბორუსია (მ). 13 მარტი. მაინცი-ლევერკუზენი, ზანკტ პაული-შტუტგარტი.
ბორუსია (დ)-კიოლნი 1:0
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი (90. კელი) - გიოტცე (92. და სილვა), ლევანდოვსკი, გროსკროიტცი (73. ბლაშჩიკოვსკი) - ბარიოსი.
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, მოჰამადი, პეცონი, აიხნერი - ლანიგი, პეტიტი (76. იონიცა) - ჟაჟალო, პოდოლსკი (54. ერე), კლემენსი (81. ფრაისი) - ნოვაკოვიჩი.
გოლი: 1:0 ლევანდოვსკი (44)
გაფრთხილება: პეტიტი, ერე, ლანიგი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 24(8)-7(1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 80 720
შტუტგარტი-შალკე 1:0
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი (46. გენტნერი), ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - ტრეში, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰაინალი (71. გებჰარდტი), ოკაზაკი - პოგრებნიაკი (88. შიპლოკი).
შალკე (4-2-3-1): ნოიერი - უჩიდა (46. პაპადოპულოსი), ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - მატიპი, კლუგე - ფარფანი, რაული, ხურადო (46. ჰაო) - გავრანოვიჩი (46. ედუ).
გოლი: 1:0 კუჟმანოვიჩი (15-პენ)
გაფრთხილება: ჰარნიკი - ჰაო, პაპადოლულოსი
გაძევება: ჰიოვედესი (14. შალკე)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 22(5)-14(3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 39 000
აინტრახტი-კაიზერსლაუტერნი 0:0
აინტრახტი (4-2-3-1): ფერმანი - იუნგი, ფრანცი, რუსი, ცაველასი (46. ჰალილ ალთინთოფი) - როდე (72. ამანატიდისი), შვეგლერი - ოხსი, ა. მაიერი, კიოლერი - გეკასი (85. ფენინი).
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ზიპელი - დიკი, აბელი, როდნი, იესენი - დე ვიტი (76. კირხი), ტიფერტი - რივიჩი (75. პეცოსი), მორავეკი (88. ჰოფერი), ჰლუშეკი - ლაკიჩი.
გაფრთხილება: ცაველასი, როდე, კიოლერი, ფრანცი - აბელი, რივიჩი, ჰლუშეკი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 10-22; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 6(0)-9(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 49 400
ბორუსია (მ)-ჰოფენჰაიმი 2:0
ბორუსია მ. (4-2-3-1): ბეილი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე (88. ბრუვერსი), დემსი - მარქსი, მ. ფინკი (92. შახტენი) - როისი, ნოიშტედტერი, არანგო - დე კამარგო (90. იდრისუ).
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): შტარკე - ბეკი, იაისლე, კომპერი (71. ვორსა), იბერტსბერგერი - ალაბა - რუდი, სალიჰოვიჩი - ვუკჩევიჩი (69. რობერტო ფირმინიო), სიგურდსონი (59. მლაპა) - ბაბელი.
გოლები: 1:0 დემსი (65-პენ), 2:0 დე კამარგო (70)
გაფრთხილება: დანტე - კომპერი, ალაბა, შტარკე, მლაპა
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 17-30; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 3(3)-9(0); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 35 350
ჰანოვერი-ბაიერნი 3:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ - შტინდლი (87. ეგიმანი), რაუში (77. ჩაჰედი) - შლაუდრაფი (81. შტოპელკამპი), აბდელაუ.
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი (46. ვან ბუიტენი), ბრენო, ბადშტუბერი (46. ოტლი) - კროოსი (69. კლოზე), პრანიჩი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
გოლები: 1:0 აბდელაუ (16), 2:0 რაუში (51), 2:1 რობენი (55), 3:1 პინტუ (62)
გაფრთხილება: აბდელაუ, შტინდლი, პინტუ - კროოსი
გაძევება: ბრენო (73. ბაიერნი)
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 24-9; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 13(7)-12(6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 49 000
ნიურნბერგი-ზანკტ პაული 5:0
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ხანდლერი, ვოლშაიდი, ვოლფი, პინოლა - სიმონსი - ჰეგელერი (64. გიუნდოგანი), ექიჩი, კოენი (78. მინტალი), მაკი (82. ბენ ხალიფა) - აიგლერი.
ზანკტ პაული (4-2-3-1): კესლერი - თორანდტი, სამბრანო (6. ეგერი), გიუნეში, კალა - ბოლი (61. ნაკი), დაუბე - კრუსე, მ. ლემანი, ბარტელსი (61. ტაკი) - ებერსი.
გოლები: 1:0 ვოლშაიდი (3), 2:0 აიგლერი (14), 3:0 აიგლერი (17), 4:0 აიგლერი (86), 5:0 აიგლერი (87)
გაფრთხილება: ვოლფი - კალა, კრუსე, მ. ლემანი
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 20(7)-4(1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 45 109
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 3:0
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - შვააბი, მ. ფრიდრიხი (14. ვიდა), რაინარტცი, კადლეცი - ლ. ბენდერი, როლფესი - სემი (80. დერდიოკი), რენატო (83. იორგენსენი), კასტრო - კისლინგი.
ვოლფსბურგი (4-2-2-1-1): ბენალიო - პეკარიკი (70. გრაფიტე), კიაერი, ა. ფრიდრიხი, მ. შეფერი - ჰასებე, პოლაკი (65. კოო) - რიტერი, სისერო - დიეგო - ჰელმესი (46. მბოკანი).
გოლები: 1:0 ლ. ბენდერი (21), 2:0 რენატო (29), 3:0 კისლინგი (45+1)
გაფრთხილება: სისერო, მბოკანი, ა. ფრიდრიხი, კოო
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 14(9)-9(1); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 28 115
ფრაიბურგი-ვერდერი 1:3
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - ნიკუ, ტოპრაკი, ბუტშერი, ბასტიანსი - ბართი (80. იანო) - იენდრიშეკი (83. იეგერი), აბდესადკი, მაკიადი, პუცილა - სისე.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - პასანენი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ფრინგსი - ბარგფრედე, ბოროვსკი (85. ბალოგუნი) - ტრინკსი (59. მარინი) - პისარო, ვაგნერი (59. არნაუტოვიჩი).
გოლები: 0:1 ვაგნერი (12), 1:1 სისე (49-პენ), 1:2 პისარო (76), 1:3 მარინი (92)
გაფრთხილება: სისე, პუცილა - ვიზე, პასანენი, ვაგნერი, ბოროვსკი, სილვესტრი, პისარო
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 19-21; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 9(1)-16(7); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 24 000
ჰამბურგი-მაინცი 2:4
ჰამბურგი (4-2-2-2): ფ. როსტი - დემელი (83. ვან ნისტელროი), კაჩარი, მატიისენი, აოგო - ვესტერმანი, ზე რობერტო - პიტროიპა (46. ტროხოვსკი), იანსენი (46. ბენ-ჰატირა) - გერერო, პეტრიჩი.
მაინცი (4-3-1-2): ჰ. მიულერი - ბუნგერტი, სვენსონი, ნოვესკი, ფათი - პოლანსკი, კირხჰოფი, სოტო (86. ფუხსი) - ივანშიტცი (46. ჰოლტბი) - რისსე (83. ფ. ჰელერი), შიურლე.
გოლები: 1:0 იანსენი (17), 1:1 შიურლე (56), 2:1 პეტრიჩი (59), 2:2 კაჩარი (61-საკ. კარში), 2:3 შიურლე (82), 2:4 ფ. ჰელერი (88)
გაფრთხილება: მატიისენი, პიტროიპა - სვენსონი, პოლანსკი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8(4)-12(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 49 462
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 25 19 4 2 53-14 61
2. ლევერკუზენი 25 14 7 4 53-34 49
3. ჰანოვერი 25 15 2 8 37-32 47
4. მაინცი 25 14 1 10 41-32 43
5. ბაიერნი 25 12 6 7 51-33 42
6. ნიურნბერგი 25 11 6 8 39-32 39
7. ჰამბურგი 25 11 4 10 37-36 37
8. ფრაიბურგი 25 11 4 10 32-34 37
9. ჰოფენჰაიმი 25 8 9 8 41-37 33
10. შალკე 25 8 6 11 29-30 30
11. კიოლნი 25 8 5 12 31-43 29
12. აინტრახტი 25 8 4 13 24-34 28
13. ზანკტ პაული 25 8 4 13 27-43 28
14. ვერდერი 25 7 7 11 33-51 28
15. ვოლფსბურგი 25 6 8 11 29-37 26
16. შტუტგარტი 25 7 4 14 43-47 25
17. კაიზერსლაუტერნი 25 6 7 12 33-42 25
18. ბორუსია (მ) 25 6 4 15 37-59 22
ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი); 17 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 12 - შიურლე (მაინცი); 11 - ბარიოსი (ბორუსია დ), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), რაული (შალკე), ია კონანი (ჰანოვერი); 10 - პოდოლსკი (კიოლნი).
.