ვან გაალი დატოვეს!

AutoSharing Option
გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ლუის ვან გაალი რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება. პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, გადაწყვიტეს, რომ ჰოლანდიელს კიდევ ერთი შანსი მისცენ. თუმცა, გაირკვა და "ბაიერნის" ორივე შეფის მხრიდან დადასტურდა ისიც, რომ ვან გაალი მხოლოდ ზაფხულამდე იმუშავებს, მომავალ სეზონში კი მიუნხენურ გრანდს ახალი დამრიგებელი ეყოლება.

"ბაიერნი" პროგრამა მინიმუმის შესრულებას, ანუ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ლუის ვან გაალთან ერთად ეცდება, ზაფხულში კი, ჰოლანდიელ სპეციალისტთან კონტრაქტი გაწყდება და მომდევნო სეზონში გუნდს
ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს," - ნათქვამია "ბაიერნის" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ჩვენი გერმანელი კოლეგების რწმენით, ვან გაალი პოსტზე მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ ჰიონესმა და რუმენიგემ მისი შემცვლელი ვერ იპოვეს. "კიკერის" ინფორმაციით, ჰიონესი და რუმენიგე შაბათს, კვირას და ორშაბათს სერიოზულად ფიქრობდნენ ლუისის ასისტენტ ჰერმან გერლანდის ან მიქაელ ლაუდრუპის (მალიორკა) დანიშვნაზე, მაგრამ გადაიფიქრეს. მათთვის სასურველი მწვრთნელების სიაში კი პირველ ადგილზე მათიას ზამერი რჩება. "კიკერის" ცნობით, "ბაიერნის" თავკაცად რალფ რანგნიკის ხილვა საბოლოოდ გამოირიცხა. ული და კალე რაფაელ ბენიტესზეც დაფიქრებულან, მაგრამ ესპანელის კანდიდატურა მაშინვე გამოურიცხავთ, რადგან რაფამ გერმანული არ იცის. მიმომხილველთა ცნობით, განიხილება მარკუს ბაბელის (ჰერტა), არსენ ვენგერისა და ტორსტენ ფინკის კანდიდატურებიც...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული