"ბაიერნი" პროგრამა მინიმუმის შესრულებას, ანუ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ლუის ვან გაალთან ერთად ეცდება, ზაფხულში კი, ჰოლანდიელ სპეციალისტთან კონტრაქტი გაწყდება და მომდევნო სეზონში გუნდს
ჩვენი გერმანელი კოლეგების რწმენით, ვან გაალი პოსტზე მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ ჰიონესმა და რუმენიგემ მისი შემცვლელი ვერ იპოვეს. "კიკერის" ინფორმაციით, ჰიონესი და რუმენიგე შაბათს, კვირას და ორშაბათს სერიოზულად ფიქრობდნენ ლუისის ასისტენტ ჰერმან გერლანდის ან მიქაელ ლაუდრუპის (მალიორკა) დანიშვნაზე, მაგრამ გადაიფიქრეს. მათთვის სასურველი მწვრთნელების სიაში კი პირველ ადგილზე მათიას ზამერი რჩება. "კიკერის" ცნობით, "ბაიერნის" თავკაცად რალფ რანგნიკის ხილვა საბოლოოდ გამოირიცხა. ული და კალე რაფაელ ბენიტესზეც დაფიქრებულან, მაგრამ ესპანელის კანდიდატურა მაშინვე გამოურიცხავთ, რადგან რაფამ გერმანული არ იცის. მიმომხილველთა ცნობით, განიხილება მარკუს ბაბელის (ჰერტა), არსენ ვენგერისა და ტორსტენ ფინკის კანდიდატურებიც...