"ზენიტი" ბარიოსში 20 მილიონს იხდის

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" მიმდინარე სეზონს ბრწყინვალედ ატარებს და გასაკვირი ნამდვილად არაა ის, რომ დორტმუნდელ ფეხბურთელებს მთხოვნელების რიგი დაუდგათ. რუსული და სამხრეთამერიკული პრესის ინფორმაციით, სანკტ პეტერბურგის "ზენიტი" "ბორუსიას" მთავარი გოლეადორით, ლუკას ბარიოსით დაინტერესდა და მზადაა, BVB-ს მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ ბარიოსით (11 გოლი ამ სეზონში) "რეალი", "ჩელსი" და "მილანიც" არიან დაინტერესებულები, მაგრამ "ბორუსიასთვის" კონკრეტული წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა "ზენიტი" ბარიოსის დაყოლიებას - ფაქტია, რომ რუსების ერთადერთი არგუმენტი ბევრი ფულია, სპორტული თვალსაზრისით კი, "ზენიტში" თამაშს,
დორტმუნდში თამაში მინიმუმ ათჯერ ჯობია. თვითონ არგენტინელი გოლეადორი, რომელიც პარაგვაის ნაკრებში თამაშობს, აცხადებს, მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებულიო, მაგრამ იქვე ორაზრონვად დასძენს, რომ ჯერ არ იცის, რა მოხდება ზაფხულში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბარიოსს მიმდინარე სეზონის წინაც ბევრი წინადადება ჰქონდა და "მილანს", "მანჩესტერ სიტისა" და ყაზანის "რუბინს" უარი შეუთვალა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელებს "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ფორვარდ მიროსლავ კლოზეს გადაბირება სურთ - შესაძლოა იმიტომაც, რომ ბარიოსის დარჩენის ასპროცენტიანი იმედი არ აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული