"დორტმუნდმა" წააგო... მერე?

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" წააგო! თქვენ გესმით, რას ნიშნავს ეს? გონებას მაინცდამაინც ნუ დაძაბავთ, ბევრს არაფერს ნიშნავს - სადღაც ხომ უნდა დამარცხებულიყვნენ? იურგენ კლოპის გუნდისთვის ეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ მესამე წაგებაა და გაგახსენებთ, რომ პირველი ორი მარცხი "შავ-ყვითლებმა" "ლევერკუზენთან" (პირველ ტურში 0:2) და "აინტრახტთან" (მე-17 ტურში, 0:1) განიცადეს.

ახლა კი, გერმანიის ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატის დამარცხება "ჰოფენჰაიმმაც" შეძლო და სხვათა შორის, "სოფლელები" პირველ წრეშიც ახლოს იყვნენ BVB-სთან სამი ქულის აღებასთან - თუ გახსოვთ, დორტმუნდში ამ გუნდების ჯახი 1:1 დამთავრდა, "ბორუსია"
აგებდა და ანგარიშის გათანაბრება მაშინ 92-ე წუთზეღა შეძლო.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ "დორტმუნდს" "ჰოფენჰაიმთან" წარმატების მიღწევა უჭირს და შესაძლოა, მართალი იყოს "ჰოფეს" თავდამსხმელი და დორტმუნდელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ვედად იბიშევიჩი, როდესაც ამბობს, დორტმუნდელებს ჩვენთან თამაში იმის გამო უჭირთ, რომ ჩვენც მათნაირ სტილში ვთამაშობთო.

საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ გაიპარსა თუ არა კლოპმა წვერი (მეორე წრის დაწყების შემდეგ არ ჰქონდა გაპარსული), "ბორუსია" მაშინვე დამარცხდა... იბიშევიჩი კი ცალკე სალაპარაკო თემაა: მას მერე, რაც გერმანიაში მოღვაწეობს, ამ ფეხბურთელმა ხუთჯერ ითამაშა "დორტმუნდის" წინააღმდეგ და ხუთივეჯერ გოლი გაუტანა (ოთხჯერ "ჰოფენჰაიმის", ერთხელ კი "ალემანიას" მაისურით).

ამრიგად, ლიდერმა რვამატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, რის გამოც მეკარე რომან ვაიდენფელერი მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო - ისე ვთამაშობდით, როგორც ვარჯიშზე და სამართლიანად დავისაჯეთო. ზოგადად კი, დორტმუნდელები ამ მარცხის გამო ტრაგედიას არ ქმნიან. აი, რას ამბობს "ბორუსიას" მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე: "ცხადია, დღეს ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აქ არც არავინ ფიქრობდა იმას, რომ დარჩენილ ტურებში ერთ თამაშსაც არ წავაგებდით. ამით ქვეყანა არ დაქცეულა."

ისევე, როგორც პირველ წრეში, დორტმუნდელებს მსაჯის მიერ დამატებულ დროში ამჯერადაც შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ლუკას ბარიოსმა 93-ე წუთზე ხუთი მეტრიდან ვერ გაიტანა. ზოგადად კი, ჰოფენჰაიმელებმა მედგრად იბრძოლეს და ვერავინ იტყვის, რომ მოგება არ დაიმსახურეს. ისე, "ჰოფე" ბუნდესლიგის ყველაზე უხეში გუნდია (სულ 484 ფოლი), თუმცა სვენ ბენდერის სავარაუდოდ სერიოზული ტრავმა "სოფლელების" ბრალი არ ყოფილა - "ბორუსიას" საყრდენი თვითონ დაშავდა.

"ბაიერნმა" "ჰამბურგს" კუდით ქვა ასროლინა - 6:0 და მატჩის შემდეგ რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა, რომელიც იმ კვირაში კინაღამ გააგდეს, მერე კი გადაწყდა, რომ სეზონის ბოლომდე სამადლოდ ტოვებენ, თქვა, მე ვფიქრობ, რომ გუნდმა დღეს ჩემს გამო, ჩემთვის მოიგოო და სახეზე უდიდესი კმაყოფილება ჰქონდა აღბეჭდილი. მის კოლეგა არმინ ფეეს კი კმაყოფილების იოტისოდენა საფუძველიც კი არ ჰქონდა - მისმა შეგირდებმა მისთვის არ იბრძოლეს, საერთოდ არაფერი მოიმოქმედეს და შედეგიც სახეზეა: გუშინ არმინ ფეე "ჰამბურგიდან" გააგდეს. ამაში გასაოცარი არაფერია: ვან გაალი უფრო დიდი ადამიანია, ვიდრე ფეე - "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ჰოლანდიელისთვის იბრძოლეს, "ჰამბურგის" ფეხბურთელებმა კი ფეესთვის - არა. არადა, სეზონის ბოლოს არმინის გათავისუფლებაც გადაწყვეტილი იყო. გუშინვე გაირკვა, რომ HSV-ს სეზონის ბოლომდე ფეეს ასისტენტი მიხაელ იონინგი უხელმძღვანელებს.

მაინც გასაოცარია ის, რომ ვან გაალის სეზონის ბოლოს გაშვების გადაწყვეტიდან ხუთი დღის შემდეგ "ბაიერნის" ფეხბურთელებმა მართლა იფრინეს.

რეკორდმაისტერს წნეხისგან გათავისუფლება დაეტყო, რაც მილანის "ინტერთან" საპასუხო მატჩის წინ ძალიან კარგი ნიშანია. "ჩვენ, ფეხბურთელებს გვინდა, რომ ვან გაალი მიუნხენიდან ისე გავაცილოთ, როგორც მას შეეფერება, რადგან ლუისი ბრწყინვალე ადამიანია", - ეს ბასტიან შვაინშტაიგერის სიტყვებია.

"შალკემ" "აინტრახტს" მოუგო, მაგრამ ფელიქს მაგათს მაინც აგდებენ. "ვალენსიასთან" მოგებამ "დესპოტი ფელიქსის" გათავისუფლება გადადო, მაგრამ მხოლოდ მომავალ ოთხშაბათამდე. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ფელიქსი "შალკეს" უფრო ადრეც დაემშვიდობოს. საქმე იმაშია, რომ "შალკეს" მთავარ ბოსს, კლემენს ტიონიესს მაგათის დანახვაც კი აღარ უნდა, მაგრამ გუშინ ფელიქსს მაინც შეხვდა და ნახევარი საათის განმავლობაში უხსნიდა, რატომ სურს მისი გაგდება. თუმცა ტიონიესი მაგათს თვითონ ვერ დაითხოვს - რაკი ფელიქსი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მწვრთნელობის გარდა, გუნდის მენეჯერიცაა, მისი ბედი სწორედ საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. რიგგარეშე სხდომა კი ოთხშაბათსაა დაგეგმილი. გამორიცხული არაა, რომ მაგათი იმ სხდომაზე აღარც გამოცხადდეს.

"შალკედან" თავის დროზე სწორედ ასე გაუშვეს რუდი ასაუერი და მერე ანდრეას მიულერიც. სხდომაზე მაშინ არც ასაუერი გამოცხადებულა და არც მიულერი, რადგან იცოდნენ, რომ საბჭოს წევრებს მაინც ვერ გადაარწმუნებდნენ... ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, ფელიქსის წასვლის შემდეგ "შალკეს" სეზონის ბოლომდე ოტო რეჰაგელი ჩაიბარებს, ზაფხულისთვის კი, ლევან ყენიას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობინ დუტის (ფრაიბურგი), რალფ რანგნიკის (უმუშევარია, "შალკეს" ერთხელ უკვე წვრთნიდა) და მათიას ზამერის კანდიდატურები განიხილება.

პარასკევს "ჰანოვერი" კიოლნში 0:4 განადგურდა და ყველას შეახსენა, რომ "ჰანოვერია", რომელიც ჩემპიონთა ლიგაში რაღაცნაირად მართლა რომ შეძვრეს, უმჯობესია ასე არ მოხდეს, რადგან დიდი შანსია, რომ გერმანული საკლუბო ფეხბურთი ძალიან მაგრად შეარცხვინოს. თუმცა მირკო სლომკას გუნდი მაინც საუკეთესო სამეულში დარჩა და შესაბამისად, ჰანოვერელები ჯერ კიდევ სამართლიანად ოცნებობენ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე. აი, "ვოლფსბურგში" კი ისევ ყველაფერი თავდაყირა დადგა - "მგლები" საკუთარ მოედანზე კიდევ ერთ გაყეყეჩებულ გუნდთან, "ნიურნბერგთან" დამარცხდნენ და გასავარდნ ზონაში აღმოჩნდნენ. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ დროებით, სეზონის ბოლომდე დანიშნული პიერ ლიტბარსკიც ამ დღეებში გააგდონ.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვოლფსბურგში" უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები ჰანს მაიერთან - დიახ, სწორედ იმ "რკინის ჰანსთან", გადამრჩენელის სახელი რომ აქვს გავარდნილი. ლოგიკურია, რადგან "ვოლფსბურგს" უკვე სერიოზულად ემუქრება მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე. "ვერდერს" ეს პრობლემა შედარებით ნაკლებად აწუხებს, მაგრამ ბრემენული კლუბისთვის სერიოზული პრობლემაა ის, რომ ბოლოადგილოსან "გლადბახს" ვერ მოუგო. არადა, "მუსიკოსები" სანდრო ვაგნერის გოლით იგებდნენ, მიონხენგლადბახელთა დაცვის ბურჯმა დანტემ კი ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გაათანაბრა. "გლადბახი" ცოცხალია!

გუშინ "ლევერკუზენმა" "მაინცი" დაამარცხა და "დორტმუნდთან" ჩამორჩენა 12-დან 9 ქულამდე შეამცირა, რითაც გაჩნდა იმის შანსი, რომ სეზონის მიწურულს გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ცოტათი მაინც დაიძაბოს. "შტუტგარტმა" კი "ზანკტ პაულის" მოუგო და გასავარდნი ზონიდან გამოვიდა.

მომდევნო ტური
18 მარტი. ბორუსია (მ)-კაიზერსლაუტერნი. 19 მარტი. ჰამბურგი-კიოლნი, აინტრახტი-ზანკტ პაული, ფრაიბურგი-ბაიერნი, ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი, ნიურნბერგი-ვერდერი, ბორუსია (დ)-მაინცი. 20 მარტი. ლევერკუზენი-შალკე, შტუტგარტი-ვოლფსბურგი.


კიოლნი-ჰანოვერი 4:0
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, მოჰამადი, პეცონი, აიხნერი - ჟაჟალო (87. მაკინო), პეტიტი - პეჟკო, პოდოლსკი (84. იაბო), კლემენსი (63. ჩიჰი) - ნოვაკოვიჩი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი (52. ფრომლოვიტცი) - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, შტინდლი - კარლიტოსი (63. შტოპელკამპი), რაუში - შლაუდრაფი (85. ჩაჰედი), აბდელაუ.
გოლები: 1:0 პეტიტი (36), 2:0 პოდოლსკი (60), 3:0 ნოვაკოვიჩი (79), 4:0 ნოვაკოვიჩი (89)
გაფრთხილება: ჰაგი, კ. შულცი, ჩერუნდოლო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 12(7)-14(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 46 500

ბაიერნი-ჰამბურგი 6:0
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ვან ბუიტენი, ლუის გუსტავო (67. ბადშტუბერი), პრანიჩი - კროოსი, შვაინშტაიგერი - რობენი (70. ჰამით ალთინთოფი), თ. მიულერი, რიბერი - გომესი (73. კლოზე).
ჰამბურგი (4-2-2-2): ფ. როსტი - რინკონი, კაჩარი, ვესტერმანი, აოგო - იაროლიმი, ზე რობერტო - ბენ-ჰატირა (66. იანსენი), ელია - გერერო (68. ტეშე), პეტრიჩი.
გოლები: 1:0 რობენი (40), 2:0 რობენი (47), 3:0 რობენი (55), 4:0 რიბერი (64), 5:0 თ. მიულერი (79), 6:0 ვესტერმანი (85-საკ. კარში)
გაფრთხილება: რიბერი, კლოზე - გერერო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 17(8)-10(3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 69 000


შალკე-აინტრახტი 2:1
შალკე (4-2-2-1-1): ნოიერი - უჩიდა, პაპადოპულოსი, მეტცელდერი, ესკუდერო - კლუგე (60. მატიპი), ანანი - ფარფანი, ხურადო (75. დრაქსლერი) - რაული - გავრანოვიჩი (83. ხარისტეასი).
აინტრახტი (4-1-2-2-1): ფერმანი - ს. იუნგი, როდე (86. ფენინი), რუსი, ცაველასი - შვეგლერი - კლერკი (46. მ. ჰელერი), ჰალილ ალთინთოფი (63. გეკასი) - კაიო, ა. მაიერი - ამანატიდისი.
გოლები: 1:0 ხურადო (45+1-პენ), 1:1 ცაველასი (70), 2:1 ხარისტეასი (84)
გაფრთხილება: ფარფანი - შვეგლერი, ფერმანი, ა. მაიერი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 9(5)-7(5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 61 673

ვოლფსბურგი-ნიურნბერგი 1:2
ვოლფსბურგი (4-2-2-1-1): ბენალიო - პეკარიკი, კიაერი, რიტერი (93. მადლუნგი), მ. შეფერი - ჰასებე, პოლაკი (68. კოო) - მანჯუკიჩი, სისერო - დიეგო - მბოკანი (80. გრაფიტე).
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ჩანდლერი, ვოლშაიდი, ვოლფი, პინოლა - სიმონსი - ჰეგელერი (78. მაკი), გიუნდოგანი (87. მინტალი), კოენი (91. ნილსონი), ექიჩი - აიგლერი.
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (22), 1:1 ვოლშაიდი (45+1), 1:2 ნილსონი (92)
გაფრთხილება: მბოკანი, პეკარიკი - ჩანდლერი, ვოლფი, პინოლა
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 19-28; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 12(5)-8(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 27 316

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (დ) 1:0
ჰოფენჰაიმი (4-1-4-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - რუდი - ბაბელი (75. რობერტო ფირმინიო), ვუკჩევიჩი, ალაბა, სალიჰოვიჩი (93. იაისლე) - იბიშევიჩი (89. სიგურდსონი).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - ს. ბენდერი (44. და სილვა), ნ. შაჰინი - გიოტცე, ლევანდოვსკი (62. ბლაშჩიკოვსკი), გროსკროიტცი (77. ზიდანი) - ბარიოსი.
გოლი: 1:0 იბიშევიჩი (63)
გაფრთხილება: სალიჰოვიჩი, ბრააფჰაიდი - და სილვა
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 10-4; კარში დარტყმა: 11(4)-16(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 30 150

კაიზერსლაუტერნი-ფრაიბურგი 2:1
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ტრაპი - დიკი, აბელი, როდნი, იესენი - ტიფერტი - ილიჩევიჩი, მორავეკი, ნემეცი (80. მიჩანსკი), ჰლუშეკი - ჰოფერი.
ფრაიბურგი (4-1-3-2): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ტოპრაკი, ბასტიანსი - მაკიადი - აბდესადკი, ნიკუ (46. კალიჯური), იეგერი - სისე, იენდრიშეკი (84. რაიზინგერი).
გოლები: 0:1 ნემეცი (21-საკ. კარში), 1:1 ნემეცი (33), 2:1 ჰოფერი (92)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 3-3; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19(6)-9(2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 41 015

ვერდერი-ბორუსია (მ) 1:1
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ფრინგსი - ბარგფრედე, ბოროვსკი (71. ვესლი) - ტრინკსი (58. არნაუტოვიჩი) - პისარო, ვაგნერი (58. მარინი).
ბორუსია მ. (4-2-3-1): ბეილი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - მ. ფინკი (78. ჰერმანი), მარქსი (46. ნორდვეიტი) - როისი, ნოიშტედტერი, არანგო - იდრისუ (64. ჰანკე).
გოლები: 1:0 ვაგნერი (39), 1:1 დანტე (92)
გაფრთხილება: პრიოდლი, ბარგფრედე, მარინი
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 18(5)-12(3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 40 500

მაინცი-ლევერკუზენი 0:1
მაინცი (4-3-1-2): ვეტკლო - ზაბავნიკი, სვენსონი, ნოვესკი, ფუხსი - პოლანსკი (51. კირხჰოფი), ფათი, სოტო - ივანშიტცი (61. ალაგუი) - რისსე (80. ფ. ჰელერი), შიურლე.
ლევერკუზენი (4-3-2-1): ადლერი - შვააბი (73. კადლეცი), რაინარტცი, ჰიიპია, კასტრო - ბალაკი, ლ. ბენდერი, ვიდალი (85. ბალიტში) - სემი (46. დერდიოკი), რენატო - კისლინგი.
გოლი: 0:1 რენატო (82)
გაფრთხილება: პოლანსკი, კირხჰოფი, შიურლე - ჰიიპია, სემი, ვიდალი
კუთხური: ; ჯარიმა: ; თამაშგარე: ; კარში დარტყმა: ()-(); ბურთის ფლობა: %-%.
მაყურებელი: 20 300

ზტ. პაული-შტუტგარტი 1:2
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი - ბარტელსი, თორანდტი, გიუნეში, ფოლცი - დაუბე, ბოლი - ბრუნსი (73. სუკუტა-პასუ), ტაკი (73. ნაკი), მ. კრუსე (81. ებერსი) - ასამოა.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ტრეში, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო (52. ჩელოცი) - გენტნერი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰაინალი, ოკაზაკი (83. შიპლოკი) - პოგრებნიაკი (63. გებჰარდტი).
გოლები: 1:0 ბოლი (19), 1:1 კუჟმანოვიჩი (24), 1:2 შიპლოკი (88)
გაფრთხილება: ტაკი, თორანდტი - ტასკი, ჰარნიკი
კუთხური: ; ჯარიმა: ; თამაშგარე: ; კარში დარტყმა: ()-(); ბურთის ფლობა: %-%.
მაყურებელი: 24 100

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 26 19 4 3 53-15 61
2. ლევერკუზენი 26 15 7 4 54-34 52
3. ჰანოვერი 26 15 2 9 37-36 47
4. ბაიერნი 26 13 6 7 57-33 45
5. მაინცი 26 14 1 11 41-33 43
6. ნიურნბერგი 26 12 6 8 41-33 42
7. ფრაიბურგი 26 11 4 11 33-36 37
8. ჰამბურგი 26 11 4 11 37-42 37
9. ჰოფენჰაიმი 26 9 9 8 42-37 36
10. შალკე 26 9 6 11 31-31 33
11. კიოლნი 26 9 5 12 35-43 32
12. ვერდერი 26 7 8 11 34-52 29
13. შტუტგარტი 26 8 4 14 45-48 28
14. კაიზერსლაუტ. 26 7 7 12 35-43 28
15. აინტრახტი 26 8 4 14 25-36 28
16. ზანკტ პაული 26 8 4 14 28-45 28
17. ვოლფსბურგი 26 6 8 12 30-39 26
18. ბორუსია (მ) 26 6 5 15 38-60 23

ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი); 17 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 12 - შიურლე (მაინცი); 11 - ბარიოსი (ბორუსია დ), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ნოვაკოვიჩი (კიოლნი), პოდოლსკი (კიოლნი), რაული (შალკე), ია კონანი (ჰანოვერი).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული