"დორტმუნდს" ყაზაიშვილისა და კაშიას ყოფილი მწვრთნელი გაწვრთნის

AutoSharing Option
გერმანულმა "დორტმუნდმა" პეტერ ბოშთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. 53 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ბორუსიელთა რიგებში თომას ტუხელს ჩაანაცვლებს.

53 წლის სპეციალისტმა 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ბოში აქამდე არნემის "ვიტესში", თელ-ავივის "მაკაბიში" და კიდევ რამდენიმე გუნდში მუშაობდა, მაგრამ პირველ რიგში, ალბათ, ბოშის ბოლო პერიოდი უნდა გამოვარჩიოთ.

არნემის "ვიტესში" პეტერ ბოშის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

მართალია, გასულ სეზონში მან ამსტერდამის "აიაქსი" ერედივიზიონში ვერ გააჩემპიონა, მაგრამ კლუბი მის ხელში ძალიან მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდა და ევროპალიგის ფინალშიც გავიდა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
(0:2). ბოშს ახალგაზრდებთან მუშაობა კარგად ეხერხება, ყოველ შემთხვევაში, რეპუტაცია და იმიჯი ასეთი აქვს და ბორუსიელებმაც, სავარაუდოდ, პირველ რიგში ამ ნიშნითა და შემტევი ფეხბურთის სიყვარულით შეარჩიეს.

"გული მწყდება, რადგან როდესაც ჩვენ პეტერი მოვიყვანეთ, არავის გვეგონა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ერთ წელიწადში დამთავრდებოდა. მშვენიერი სეზონი გვქონდა, განსაკუთრებით, ევროპალიგაზე. ჩვენი ფეხბურთელების დარად, მწვრთნელები იქცევენ წამყვანი ჩემპიონატების კლუბების ინტერესს" - განაცხადა "აიაქსის" დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა. "აიაქსი" ხელცარიელი არ რჩება - კლუბი გერმანელებისგან 3 მილიონ ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ობიამენგს ყიდის არ მჭირდებაო და ვაკო მომიყვანეთ ყაზაიშვილიოოო
batumi
12:54 08-06-2017
0
აუუ ისე წერთ ვითომ წაიყვანს ვაკოს ან გურამას რაჩემ ფეხებად უნდა
azri
16:53 07-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული