"რეკორდმაისტერი" ჩონის გუნდს, "ინჩხონ იუნაიტედს" 700 ათას ევროს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელს თავისთან 2018 წელს, მას შემდეგ გადაიყვანს, რაც ის სრულწლოვანი გახდება. 19 წლამდე ჩონი მიუნხენელთა ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს, შემდეგ კი, სათანადო განვითარების შემთხვევაში, პირველ გუნდში დაწინაურდება.
ჩონ უ იონი "ბაიერნის" ისტორიაში პირველი კორეელი ფეხბურთელია.