ცნობილია ასევე ისიც, რომ იჯარის ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, 2019 წლის ზაფხულში, "ბაიერნს" კოლუმბიელის გამოსყიდვის უფლება ექნება. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის სანაცვლოდ.
ხამეს როდრიგესი "რეალში" 2014 წელს, "მონაკოდან" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფეხბურთელში გადახდილი თანხის გათვალისწინებით, 25 წლის შემტევმა მადრიდელთა იმედები ვერ გაამართლა.
ხამესს "რეალში" ყველაზე წარმატებული სეზონი 2014/15 წლებში ჰქონდა, როდესაც მადრიდულ გუნდს "ბაიერნის" ახლანდელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი წვრთნიდა.
ზინედინ ზიდანის დროს კოლუმბიელმა თამაშს უკლო. იმის გათვალისინებით, რომ "სამეფო კლუბი" დანი სებალიოსსაც იმატებს, ხამესს სიტუაციის გამოსწორების დიდი იმედი არ უნდა ჰქონოდა და მან "ბაიერნში" გადასვლა გადაწყვიტა.
ხამესის მადრიდული კარიერა სულ 110 თამაშს, 36 გოლსა და 7 ტიტულს ითვლის.