ხამეს როდრიგესი მზადაა მესი და რონალდუ შეცვალოს

AutoSharing Option
"რეალიდან" "ბაიერნში" განათხოვრებული კოლუმბიელ შემტევს ხამეს როდრიგესს ამბიციური გეგმები აქვს. ის მზადაა, თანამედროვეობის ორი უმთავრესი საფეხბურთო ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ჩაანაცვლოს.

"შემიძლია თუ არა მესი და რონალდუ შევცვალო? რატომაც არა? ისინი დიდი ფეხბურთელები არიან, მე კი ყველაფრისთვის მზად ვიქნები, რაც მომავალში მოხდება. ნებისმიერი ცვლილებისთვის.

"ბაიერნში"  თავი ძლიერმა ფეხბურთელებმა მოიყვარეს. სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა იქნება გაჩაღებული. მომიწევს, ყოველდღიურად თავდაუზოგავად ვიმუშავო. ბევრი სათამაშო დრო მინდა. მსურს, გასულ სეზონზე მეტ წარმატებას მივაღწიო.

"ბაიერნი" უნიკალური კლუბია, რომელიც ვალდებულია ტიტულები მოიგოს. იმედი
მაქვს, მოგებებს მომდევნო სეზონშიც განვაგრძობთ." - ციტირებს 26 წლის ფეხბურთელის სიტყვებს FourFourTwo.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდებული ფეხბურთელია,მაგრამ მესისა და რონალდუს შეცვლა 26 წლის ასაკში,უფრო სიტყვის მასალად მოჩანს,ვიდრე რეალურ ამბიციად.
სოსო
13:01 22-07-2017
0

სიახლეები პოპულარული