
"არ აქვს მნიშვნელობა, რა შემოთავაზება გვექნება ვიდალთან დაკავშირებით. ჩვენ მას არავითარ შემთხვევაში არ გავყიდით. ვიდალი რჩება და ეს გადაწყვეტილია." - უთხრა ანჩელოტიმ "ბილდს".
იტალიელმა მწვრთნელმა ალვარო მორატას "ჩელსიში" ტრანსფერის თაობაზეც ისაუბრა. "ჩელსიმ დიდებული თავდამსხმელი იყიდა. მას შეუძლია, გუნდს ძალიან ბევრი შემატოს. ის სულით მეგოლეა." - აღნიშნა ანჩელოტიმ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"