ლიოვმა აღარ გაგვაოცა

AutoSharing Option

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კვირის დასაწყისში, გერმანიის საფეხბურთო კავშირთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ბუნდესმწვრთნელის პოსტზე 2014 წლის მუნდიალის ჩათვლით იმუშავებს, ხოლო გუშინ, იოგიმ ბუნდესგუნდის ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 26 მარტს კაიზერსლაუტერნში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი, მიონხენგლადბახში ავსტრალიას ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს.
ლიოვს სიურპრიზები არ შემოუთავაზებია. მან კვლავ არ გამოიძახა ცუდ ფორმაში მყოფი მიხაელ ბალაკი, სამაგიეროდ, ბუნდესნაკრებში „ბაიერნის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი დააბრუნა, რომელიც თებერვლის დასაწყისში, იტალიასთან ტესტ-მატჩისთვის გამოძახებული არ ყოფილა. იოგის სიაში არიან ანდრე
შიურლე (მაინცი) და ტიმ ვიზეც (ვერდერი). ლიოვმა არ უხმო ჰამბურგის მცველ ჰაიკო ვესტერმანს და დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ კევინ გროსკროიტცს. გერმანიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (შალკე), რენე ადლერი (ლევერკუზენი), ტიმ ვიზე (ვერდერი)
მცველები: არნე ფრიდრიხი (ვოლფსბურგი), დენის აოგო (ჰამბურგი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), ჟერომ ბოატენგი (მანჩესტერ სიტი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ.), პერ მერტეზაკერი (ვერდერი), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ.).
ნახევარმცველები: მარიო გიოტცე (ბორუსია დ.), სვენ ბენდერი (ბორუსია დ.), სამი ხედირა (რეალი), მესუთ იოზილი (რეალი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), კრისტიან ტრეში (შტუტგარტი), ტონი კროოსი (ბაიერნი), ანდრე შიურლე (მაინცი).
თავდამსხმელები: მარიო გომესი, მიროსლავ კლოზე, თომას მიულერი (სამივე ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული