რიბერი: ჩემი გული "ბაიერნს" ეკუთვნის!

AutoSharing Option
ამას წინათ ვწერდით, რომ თუ მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, „ბაიერნის“ ჰოლანდიელი დრიბლიორი არიენ რობენი მიუნხენიდან წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდება. გუშინ ამ თემას ბავარიული გრანდის ფრანგი ლიდერი ფრანკ რიბერიც გამოეხმაურა, რომელიც რობენს მხოლოდ იმაში ეთანხმება, რომ ევროპის ლიგაში თამაში საშინელებაა, მაგრამ რიბერი ამბობს, თუ მაინც ასე მოხდა, „ბაიერნის“ ერთგული დავრჩებიო.

„ევროპის ლიგა ჯოჯოხეთია, სადაც თამაში არცერთ ჩვენგანს არ სურს, მაგრამ თუ მაინც ისე მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოვიპოვეთ, „ბაიერნიდან“ წასვლაზე არ ვიფიქრებ. მე აქ ხუთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი
და ასი პროცენტით ბაიერნელი ვარ. ჩემი გული მხოლოდ მიუნხენური გრანდისთვის ძგერს, - აცხადებს რიბერი „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - ის, რაც „ინტერთან“ დაგვემართა, კატასტროფა იყო. ახლა კი, გულშემატკივრების წინაშე ვალდებულები ვართ, ყველაფერი გამოვასწოროთ და ჩემპიონთა ლიგაში გაისადაც ვითამაშოთ, თანაც, გაცილებით უკეთ, რადგან 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში უნდა გაიმართოს და დიახაც, იმ ფინალმა ჩვენს გარეშე არ უნდა ჩაიაროს.“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული