ბალაკმა თხებს მოუბოდიშა

AutoSharing Option

კვირას, „ლევერკუზენმა“ „შალკე“ 2:0 რომ დაამარცხა, საფინალო სასტვენის შემდეგ, მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა მიხაელ ბალაკმა ხელში მეგაფონი ჩაიგდო და გახარებულ გულშემატკივრებს ესაუბრებოდა. ფანები მის გვარს სკანდირებდნენ და ამ ფაქტმა ბალაკი ისე „აანთო“, რომ გამოცდილმა და ერთ-ერთმა ყველაზე გაწონასწორებულმა გერმანელმა ფეხბურთელმა თავი ვეღარ გააკონტროლა და მეგაფონში „კიოლნის“ ლანძღვას მოჰყვა. რა შუაშია „კიოლნი“? საქმე იმაშია, რომ „კიოლნი“ და „ლევერკუზენი“ მოსისხლე მტრები არიან, რის გამოც „ლევერკუზენის“ ყველაზე მეტად სწორედ „კიოლნის“ ლანძღვა სიამოვნებთ. ბალაკი ყვიროდა: „შცჰეისს 1. Fჩ Kოლნ!“ - ამ სიტყვებს თარგმანი არ
სჭირდება.

როგორც ჩანს, ბალაკი მოგვიანებით დაფიქრდა და მიხვდა, რომ ეს არ იყო კარგი საქციელი – მით უმეტეს, რომ იმ დღეს „ლევერკუზენს“ „კიოლნი“ არ დაუმარცხებია. ყოველ შემთხვევაში, გუშინ მიხაელმა „კიოლნს“ და კიოლნელებს ოფიციალურად მოუბოდიშა.

„ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. დამიჯერეთ, ეს მხოლოდ იმის გამო დამემართა, რომ ეიფორიაში ვიყავი. დიდი ხანია, მატჩი უმაღლეს დონეზე არ ჩამიტარებია, რადგან ტრავმებმა გამტანჯეს და კარგმა თამაშმა იმდენად გამახარა, რომ ასეთი რაღაცები წამომცდა. ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ. „კიოლნს“, ამ გუნდის ყველა ფეხბურთელს და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი,“ - უთხრა 34 წლის ბალაკმა გუშინ „კიკერს“.
კიოლნელებმა ბალაკის ბოდიში, შესაძლოა, მიიღონ, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, მიხაელს გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული სასამართლოსგან სასჯელი მაინც არ ასცდება. დაახლოებით ასეთივე შემთხვევის გამო, ამას წინათ, „ვერდერის“ მეკარე ტიმ ვიზეც დაისაჯა – მას 8 000 ევრო გადაახდევინეს. სავარაუდოდ, ბალაკსაც მინიმუმ ამდენის გადახდა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული