კაგავამ ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option

დორტმუნდის „ბორუსიას“ იაპონელმა გამთამაშებელმა შინჯი კაგავამ, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი წრე ბრწყინვალედ ჩაატარა და სეზონის აღმოჩენა გახდა, ვარჯიში დაიწყო. როგორც იცით, კაგავამ იანვარში, აზიის თასზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრეში ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია. ახლა კი, ახალგაზრდა იაპონელი გამოჯანმრთელების გზას ადგას და ორშაბათს ვარჯიში განაახლა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებს კაგავა მოედანზე გასვლას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მალე მოხდება და რომ იაპონელი ამ სეზონში რამდენიმე თამაშის ჩატარებას მოასწრებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დორტმუნდელთა სერბი მცველის, ნევენ სუბოტოჩის
ტრავმა, რომელიც მან ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში (2:1 სერბების სასარგებლოდ) მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა. სუბოტიჩი დორტმუნდში დაბრუნდა და უკვე გარკვეულია, რომ შაბათს „ჰანოვერთან“ აუცილებლად ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებო!მიდით და კიდევ უფრო მოუმატეთ!ამ სეზონიდან თქვენი ფანი ვიქნები.კარგი იქნებოდა სტადიონი საბურთალოზე რომ იყოს,მაგ.იპოდრომზე,უფრო ბევრი გულშემატკივარი ივლიდა საშინაო თამაშებზე,მაგრამ არა უშავს პეტრიაშვილის სახ. სტადიონზეც მოვალთ!
საბურთალოელი
12:39 30-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული