ფარფანი: ტურინი თუ გელზენკირხენი?

AutoSharing Option

იტალიურმა გაზეთმა „ტუტოსპორტმა“ „შალკეს“ ნახევარმცველის, ჯეფერსონ ფარფანის ინტერვიუ დაბეჭდა, სადაც პერუელი ფეხბურთელი ამბობს, გადაწყვეტილება უკვე მივიღე და „იუვენტუსში“ გადმოვდივარ, რათა კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოო. ფეხბურთელის აგენტი კი, გერმანელ ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, ჯეფერსონს იტალიელი ჟურნალისტებისთვის არაფერი უთქვამს, ეს გამოგონილი ინტერვიუაო. მისი თქმით, ფარფანი „შალკეში“ თავს კარგად გრძნობს, ახალი მწვრთნელი რალფ რანგნიკიც მოსწონს და გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზეც ფიქრობს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ „ზანკტ პაული“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდება, „შალკედან“ კიცელთა კლუბში განათხოვრებული ჯერალდ ასამოა გელზენკირხენში დაბრუნდება. ეს ინფორმაცია გუშინ
„შალკეს“ მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმაც დაადასტურა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული