დორტმუნდის სტადიონთან დიდი აფეთქება იგეგმებოდა!

AutoSharing Option
გერმანიის კრიმინალისტიკურმა სამსახურმა (Bundeskriminalamt - BKA) ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტერორისტული აქტი აღკვეთა. ხსენებული სამსახურის მიერ გუშინ გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, შაბათს დორტმუნდში, „ვესტფალენშტადიონთან“ სავარაუდოდ უდიდესი ტერაქტი იგეგმებოდა.

დაკავებულია ერთ-ერთი უმთავრესი ეჭვმიტანილიც - გერმანიის 25 წლის მოქალაქე, რომელსაც სასტუმროს ნომერში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვადასხვა ქიმიური მინარევები უპოვნეს. მოტივი, თუ რატომ აპირებდა ეჭვმიტანილი ტერაქტის მოწყობას, უცნობია.

კრიმინალისტიკური სამსახურის სპეცრაზმელებმა 25 წლის მამაკაცი ხუთშაბათს გამთეენისას დააკაცეს. როგორც ირკვევა, მას „ჰანოვერთან“ მატჩის წინ, „ვესტფალენშტადიონის“ შესასვლელებთან მასობრივი აფეთქებები ჰქონდა დაგეგმილი, რაც სავარაუდოდ
ათიათასობით ადამიანის სიცოცხეს შეიწირავდა.

ეჭვი, მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ პირველად თებერვალში გაჩნდა, როცა პაკისტანში, გერმანიის საელჩოს ანონიმური პიროვნება დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში გერმანიაში ორი უდიდესი ტერაქტი იგეგმებოდა. გერმანიის კრიმინალისტიკურმა სამსახურმა მაშინვე დაიწყო გამოძიება - ანონიმური ინფორმატორი თებერვალშივე დააკავეს.

25 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა და რომლის ვინაობაც მკაცრადაა გასაიდუმლოებული, კიოლნში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. მან აღიარა, რომ „ვესტფალენშტადიონის“ შესასვლელებთან რამდენიმე ბომბი დაამონტაჟა. BKA-ს სტადიონის სიახლოვეს ასაფეთქებელი საშუალებები მართლაც აღმოაჩინეს.

დორტმუნდის პოლიციის ოფიციალური განცხადებით, „დორტმუნდისა“ და „ჰანოვერის“ მატჩის გადადება საჭირო არ არის, რადგან უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია. „საფრთხე აღარ არსებობს და გულშემატკივრებს შეუძლიათ, მატჩს მშვიდად დაესწრონ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული