რამდენიმე კვირის წინ, გერმანიის ჩემპიონატის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, რადგან დორტმუნდის „ბორუსიას“ 12-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. მას მერე დორტმუნდელებმა ორი თამაში ჩააგდეს და ახლა BVB უახლოეს მდევად „ლევერკუზენს“ მხოლოდ შვიდი ქულითღა უსწრებს. დღეს კი, „ჰანოვერს“ შეუძლია, სეზონის მიწურულს ჩემპიონობისთვის ბრძოლა ისევ დაძაბოს. „ვესტფალენშტადიონზე“ გასამართი მატჩის წინ, ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე ჰანოვერელები იმუქრებიან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბოს და ქომაგებს სეზონის მიწურულს ყველანაირად საინტერესო ფინალი ვაჩუქოთო.
„თუ დორტმუნდიდან სამ ქულას წამოვიღებთ, ბუნდესლიგას დაუბრუნდება ის ინტრიგა, რომელზეც გერმანიაში მხოლოდ დორტმუნდელები არ
ჰანოვერელები ძალიან თავდაჯერებულები ჩანან, რაც ფეხბურთელების კომენტარებიდანაც ჩანს. მაგალითად, მცველი ქარიმ ჰაგი ამბობს: „ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ჩვენ დორტმუნდიდან სამი ქულის წამოღება შეგვიძლია? უარს არც ფრეზე ვიტყოდით, მაგრამ მოგება გვინდა. „ბორუსია“ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ბოლო ორ ტურში დამტკიცდა, რომ ყველა თამაშს ვერ მოიგებს. თუ ჩვენც ვივაჟკაცებთ, შესაძლოა, დორტმუნდელთა უპირატესობა ოთხ ქულამდე შემცირდეს და თანაც, ბორუსიელები ძალიან ანერვიულდებიან. შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ფაქტობრივად თავიდან დაიწყება.“
შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში „ბორუსიამ“ ჰანოვერში 4:0 მოიგო, მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა: სლომკას გუნდი დღეს მესამე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ „წითლებს“ მართლაც შეუძლიათ ჩემპიონობისთვის ბრძოლის უკიდურესად დაძაბვა...