"შალკეს" "ზანკტ პაულისთან" 2:0 ჩაეთვალა

AutoSharing Option
პარასკევს, ბუნდესლიგის 28-ე ტურის პირველი მატჩი „ზანკტ პაულისა“ და „შალკეს“ შორის 88-ე წუთზე იმის გამო შეწყდა, რომ ლაინსმენს ტრიბუნიდან ლუდის კათხა პირდაპირ თავში მოარტყეს.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა, მთავარმა მსაჯმა დენიზ აითექინმა მატჩი შეწყვიტა. იმ დროისთვის „შალკე“ 2:0-ს იგებდა და თანაც, „ზანკტ პაულის“ ორი ფეხბურთელი ჰყავდა გაძევებული.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიამ განაჩენი გუშინ გამოიტანა: 88-ე წუთისთვის დაფიქსირებული ანგარიში საბოლოო შედეგად გამოცხად
და. კიცელთა პრესმდივნის, კრისტიან ბიონიგის თქმით, „ზანკტ პაულის“ ხელმძღვანელები სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ და არ ჰქონდათ იმის ილუზია, რომ მატჩი თავიდან ჩატარდებოდა.

ეს პირველი ვერდიქტია და „ზანკტ პაულის“ ხელმძღვანელები ამ დღეებში უარესებსაც უნდა ელოდონ. დიდი შანსია, რომ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხის წინაშე მდგარ „პაულის“ ამ სეზონში დარჩენილი საშინაო მატჩების ჩატარება ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუხდეს და გუნდს საკმაოდ დიდი ფულადი ჯარიმის გადახდაც დააკისრონ. გერმანიის საფეხბურთო კავშირი „ზანკტ პაულის“ საბოლოო განაჩენს ამ კვირის ბოლომდე გამოუტანს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული