ვან გაალი ფაფუ!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 29-ე ტურში ორი ისეთი ამბავი მოხდა, სხვა მოვლენებზე ყურადღების გამახვილება აღარც კი ღირს - დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ჰამბურგში“ ვერ მოიგო (1:1), ხოლო გუშინ, „ლევერკუზენმა“ „ზანკტ პაული“ დაამარცხა (2:1). შესაბამისად, ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა უკვე ხუთ ქულას შეადგენს. სეზონის დასრულებამდე კი ხუთი ტურია დარჩენილი. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა კი ის არის, რომ „ბაიერნის“ ბოსებმა ლუის ვან გაალი დროზე ადრე გააგდეს - ნიურნბერგში 1:1 მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი გამოდგდა...

მაშ ასე: ვან გაალი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის. სეზონის ბოლოს მისი გაშვება
ისედაც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ „ნიურნბერგთან“ ფრის შემდეგ, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებმა გადადგეს ნაბიჯი, რომელიც მათივე განცხადებით, გარდაუვალი იყო. მატჩის შემდეგ, რომლის გამოც, „ბაიერნი“ მესამედან მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა, ანუ, ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოვიდა, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებმა, პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ფინანსურმა დირექტორმა კარლ ჰოპფნერმა დიდხანს ითათბირეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვან გაალის დატოვება სეზონის დარჩენილ ტურებშიც აღარ შეიძლებოდა. ზაფხულამდე რეკორდმაისტერს ლუისის ასისტენტი ანდრის იონკერი უხელმძღვანელებს, რომელსაც მეორე ასისტენტი, ჰერმან გერლანდი დაეხმარება.

„ბოლო დღეებში ფეხბურთელებს რომ ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე იყვნენ. ისეთი განცდა მქონდა, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილებების ეშინოდათ. საერთოდ, აბსურდია ის, რომ თითქოს მოთამაშეები ვან გაალს მხარში ედგნენ. „ბაიერნის“ საქმეები უკან იმ დღიდან წავიდა, როცა ლუისმა ჰანს-იორგ ბუტი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და პირველად ნომრად, ყველასათვის მოულოდნელად კრაფტი დაასახელა. ეს აბსურდული გადაწყვეტილება იყო. მართალია, თომასი ძალიან ნიჭიერი მეკარეა, მაგრამ ამის საჭიროება არ იყო და თანაც, კრაფტმა უკვე დაუშვა რამდენიმე საბედისწერო შეცდომა,“ - თქვა ჰიონესმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება „ნიურნბერგთან“ მატჩს: გარდა იმისა, რომ „ბაიერნმა“ ორი ქულა დაკარგა და მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა, მიუნხენურმა გრანდმა არიენ რობენი დაკარგა! ჰოლანდიელი საფინალო სასტვენის შემდეგ (!) მსაჯის შეურაცხყოფის გამო მოედნიდან გააძევეს და მინიმუმ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს აკიდებული. „ბაიერნი“ მომდევნო ტურში „ლევერკუზენს“ ხვდება ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ჰოლანდიელი დრიბლიორის არყოფნა რეკორდმაისტერისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.

„რობენმა ისეთი სიტყვები მითხრა, რომ ვერ გავიმეორებ. მართალია, მოგვიანებით ბოდიში მომიხადა, მაგრამ ეს მის დანაშაულს არ ამსუბუქებს,“ - ეს არბიტრ კნუტ კირხერის სიტყვებია. რობენმა კი არა მარტო მას, არამედ ყველას მოუბოდიშა, გულშემატკივრებს და თანაგუნდელებსაც - ასე არ უნდა გავცეცხლებულიყავიო.

„ნიურნბერგის“ გოლი ბავარიელთა მეკარე თომას კრაფტის სინდისზეა და მოკლე პერიოდში ეს მისი მეორე შეცდომაა - ჯერ „ჰანოვერთან“ (1:3) შეცდა, ახლა კი „ნიურნბერგთანაც“ და ისევ საბედისწეროდ: ლამისკენ გაგზავნილი პასი აიგლერს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გაათანაბრა. არა მარტო მიუნხენელებს - მატჩის შემდეგ, ნერვები ნიურნბერგელებსაც მეოშალათ.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში, ჰეგელერმა გოლი გაიტანა, მაგრამ კირხერმა არ ჩაუთვალა, რადგან შეტევაში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. ფრანკებიც მცველი ვოლშაიდი გაოგნებული იყო, ბადშტუბერმა მაისურზე დამქაჩა და მე მეგონა, მსაჯი თერთმეტმეტრიანს დანიშნავდა, მან კი ჩვენ დაგვაჯარიმა და თან გოლიც არ ჩაგვითვალაო. ზოგადად, თამაში ძალიან უხეში გამოვიდა. შეხვედრის 33-ე წუთზე გიუნდოგანმა კროოსთან ორთაბრძოლისას ტვინის შერყევა მიიღო და მერე კროოსმა პინოლაც სასტიკად მოცელა. მიუნხენელთა ნახევარმცველი მადლობელი უნდა იყოს, წითელი ბარათი რომ არ აუფრიალეს.

„ბაიერნის“ წაფორხილებით „ჰანოვერმა“ ისარგებლა, „მაინცს“ ია კონანისა და პინტუს გოლებით 2:0 მოუგო, რეკორდმაისტერს გაასწრო და მესამე ადგილზე აღზევდა. შესაბამისად, „წითლების“ ფანები ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას აგრძელებენ, მაგრამ მირკო სლომკას გუნდს მომდევნო ტურში ურთულესი მატჩი ელის - სტუმრად, „ჰამბურგთან“...

დორტმუნდელებმა ვერ მოიგეს, მაგრამ „ჰამბურგთან“ მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ, „ბორუსიას“ თავკაცი იურგენ კლოპი გიჟივით ზეიმობდა. საქმე იმაშია, რომ BVB 33-ე წუთიდან აგებდა და ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 92-ე წუთზე შეძლო. ჩრდილოგერმანელები რუუდ ვან ნისტელროის პენალტით (ჰუმელსმა პეტრიჩი წააქცია) დაწინაურდნენ და მერე მთელი ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ თავს იცავდნენ. 78-ე წუთზე „ჰამბურგს“ ენის ბენ-ჰატირა გაუგდეს, მაგრამ მიხაელ იონინგის გუნდი კაცნაკლულიც ახერხებდა კარის დაცვას. 92-ე წუთზე კი, მასპინძლები, როგორც იქნა, გატყდნენ: ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს პატრიკ ოვომოიელა შესწვდა და მიმართულება ბლაშჩიკოვსკის მისამართით შეუცვალა, „კუბამ“ კი ფრანკ როსტს აუღებელი დაურტყა. რაც შეეხება კლოპის ძალიან ემოციურ ზეიმს, მატჩის შემდეგ იურგენმა თქვა: „მარტო მწვრთნელი კი არა, ჩემი გუნდის ყველაზე დიდი გულშემატკივარიც ვარ. შესაბამისად, ემოციები ვერ მოვთოკე.“

კიდევ კარგი, რომ ქულა მაინც აიღეს, თორემ „ლევერკუზენი“ სხვაობას 4 ქულამდე შეამცირებდა. იუპ ჰაინკესის გუნდმა გუშინ „ზანკტ პაულისთან“ ბევრი კი ინერვიულეს, რადგან 58-ე წუთზე ჰოლგერ სტანისლავსკის გუნდი ტაკიმ დააწინაურა, მაგრამ მაინც შეძლეს თამაშის თავიანთ სასარგებლოდ შეტრიალება - 66-ე წუთზე კისლინგმა გაათანაბრა, 77-ეზე კი ლარს ბენდერმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მართალია, „დორტმუნდთან“ სხვაობის ხუთ ქულამდე შემცირება დიდი საქმეა, მაგრამ მომდევნო ტურში „ფარმაცევტები“ მიუნხენში ჩადიან და ხომ იცით, როგორ სჭირდება „ბაიერნს“ ქულები... ფაქტი ერთია, კვირას ძალიან მაგარი თამაში გველის. თანაც, „დორტმუნდიც“ კვირას თამაშობს - საკუთარ მოედანზე, „ფრაიბურგთან“...

პარასკევს, კრისტოფ დაუმის „აინტრახტი“ „ვერდერთან“ ფრეს დასჯერდა. უფრო სწორად, ფრანკფურტელები ძლივს გადაურჩნენ წაგებას: ჰალილ ალთინთოფის ავტოგოლით აგებდნენ და „აინტრახტი“ წაგებისგან 83-ე წუთზე ფენინმა იხსნა. პრინციპში, დაუმისთვის და მის შეგირდებისთვის არც ფრეა ცუდი შედეგი, რადგან მე-16 ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგს“ 5 ქულით უსწრებენ. „ვოლფსბურგი“ ვახსენეთ და უნდა ვთქვათ, რომ „მგლებმა“ ამ ტურში ბევრს გაუცრუეს იმედები. ფელიქს მაგათი გელზენკირხენში ჩავიდა და შურისძიების უდიდესი სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ რალფ რანგნიკსა და მის შეგირდებს არ ეძინათ: ვინც ფიქრობდა, რომ „ინტერთან“ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, გელზენკირხენელები მოეშვებოდნენ, სასტიკად შეცდა. „შალკემ“ ისევ ძალიან კარგად ითამაშა და მანუელ ხურადოს გოლით მოიგო, „ვოლფსბურგი“ „სანერვიულო ზონაში“ დატოვა.

29-ე ტურის ერთ-ერთი უმთავრესი გმირია „კაიზერსლაუტერნიც“. „ეშმაკებმა“ გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „შტუტგარტს“ 4:2 მოუგეს - თანაც, სტუმრად, „მერსედეს-ბენც-არენაზე“. შედეგად, „ლაუტერნი“ გასავარდნ ზონას ექვსი ქულის დისტანციაზე მოშორდა, „შტუტგარტი“ კი „ვოლფსბურგის“ უახლოესი მეზობელია...

მომდევნო ტური
15 აპრილი. მაინცი-ბორუსია (მ)
16 აპრილი. ჰამბურგი-ჰანოვერი, ვოლფსბურგი-ზანკტ პაული, ჰოფენჰაიმი-აინტრახტი, კიოლნი-შტუტგარტი, კაიზერსლაუტერნი-ნიურნბერგი, ვერდერი-შალკე.
17 აპრილი. ბაიერნი-ლევერკუზენი, ბორუსია (დ)-ფრაიბურგი.


აინტრახტი-ვერდერი 1:1
აინტრახტი (4-2-3-1): ფერმანი - ს. იუნგი, ფრანცი, რუსი, ცაველასი (71. კიოლერი) - შვეგლერი, როდე (75. კაიო) - კიტელი, ა. მაიერი (70. ფენინი), ჰალილ ალთინთოფი - გეკასი.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, მერტეზაკერი, პასანენი, სილვესტრი - ფრინგსი - ვესლი, ბოროვსკი (82. ბარგფრედე) - მარინი - ავდიჩი (26. პისარო), ვაგნერი.
გოლები: 0:1 ჰალილ ალთინთოფი (58-საკ. კარში), 1:1 ფენინი (83)
გაფრთხილება: ფრანცი, ს. იუნგი, როდე - ავდიჩი, ვაგნერი, მარინი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 25-21; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 14(8)-19(7); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 51 500

შალკე-ვოლფსბურგი 1:0
შალკე (4-2-3-1): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, შარპეი - პაპადოპულოსი, შმიტცი (46. ბაუმიოჰანი) - ფარფანი (92. დრაქსლერი), რაული, ხურადო (88. ანანი) - ედუ.
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო - რიტერი, კიაერი (46. პეკარიკი), მადლუნგი, მ. შეფერი - ჟოსუე - ჰასებე, სისერო (73. პოლაკი) - დიეგო - კოო (79. ჰელმესი), გრაფიტე.
გოლი: 1:0 ხურადო (76)
გაფრთხილება: ბაუმიოჰანი - გრაფიტე, სისერო, კოო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 13(4)-6(1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 61 673

ჰამბურგი-ბორუსია (დ) 1:1
ჰამბურგი (4-2-2-2): ფ. როსტი - დიკმაიერი, კაჩარი, ვესტერმანი, აოგო - იაროლიმი, ზე რობერტო - ბენ-ჰატირა, ელია (83. იანსენი) - ვან ნისტელროი (83. დემელი), პეტრიჩი (90. გერერო).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (80. ოვომოიელა), ნ. შაჰინი - გიოტცე, ლევანდოვსკი (62. ბლაშჩიკოვსკი), გროსკროიტცი - ბარიოსი (77. ზიდანი).
გოლები: 1:0 ვან ნისტელროი (39-პენ), 1:1 ბლაშჩიკოვსკი (92)
გაფრთხილება: ნ. შაჰინი
გაძევება: ბენ-ჰატირა (78. ჰამბურგი)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 5-10; კარში დარტყმა: 8(4)-15(8); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 57 000

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 3:2
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, კრმასი, ტოპრაკი, ბუტშერი - შუსტერი - კალიჯური (87. იენდრიშეკი), ფლუმი, მაკიადი, პუცილა - სისე (90. ბართი).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი (64. სიგურდსონი) - რუდი, იბერტსბერგერი - მლაპა (81. რობერტო ფირმინიო), ბაბელი (87. თომალა), ალაბა - იბიშევიჩი.
გოლები: 1:0 შუსტერი (23), 1:1 იბიშევიჩი (34-პენ), 1:2 ბაბელი (42), 2:2 სისე (60-პენ), 3:2 ბუშტერი (78)
გაფრთხილება: სისე - იბიშევიჩი, რუდი, ბეკი, ბრააფჰაიდი, იბერტსბერგერი
გაძევება: კრმასი (33. ფრაიბურგი)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 8(3)-15(5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 24 000

ჰანოვერი-მაინცი 2:0
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ (89. ლალა) - შტინდლი, რაუში (81. კარლიტოსი) - ია კონანი (85. შტოპელკამპი), აბდელაუ.
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი - ბუნგერტი, სვენსონი, ნოვესკი, ფათი (46. სოტო) - კირხჰოფი - კალიჯური, პოლანსკი - ჰოლტბი - ალაგუი (78. ფ. ჰელერი), შიურლე (61. რისსე).
გოლები: 1:0 ია კონანი (45+1-პენ), 2:0 პინტუ (59)
გაფრთხილება: ჩერუნდოლო - პოლანსკი, სვენსონი, ბუნგერტი
გაძევება: ნოვესკი (45. მაინცი)
კუთხური:15-4; ჯარიმა:14-14 ; თამაშგარე:2-2 ; კარში დარტყმა: 21(9)-9(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 48 000

ნიურნბერგი-ბაიერნი 1:1
ნიურნბერგი (4-1-2-1-2): რ. შეფერი - ჩანდლერი, ვოლშაიდი, ვოლფი, პინოლა - სიმონსი - კოენი, გიუნდოგანი (33. ჰეგელერი) - ექიჩი (83. მინტალი) - აიგლერი, მაკი (66. შიბერი).
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ლუის გუსტავო, ბადშტუბერი, პრანიჩი (46. კონტენტო) - კროოსი (46. ტიმოშჩუკი), შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი (63. კლოზე), რიბერი - გომესი.
გოლები: 0:1 თ. მიულერი (5), 1:1 აიგლერი (60)
გაფრთხილება: ვოლფი, ვოლშაიდი - კროოსი, ბადშტუბერი
გაძევება: რობენი (93. ბაიერნი)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 21(4)-9(3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 48 548

შტუტგარტი-კაიზერსლაუტერნი 2:4
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო (67. ბოკა) - ტრეში, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი (81. გებჰარდტი), გენტნერი (73. კაკაუ), ოკაზაკი - პოგრებნიაკი.
კაიზერსლაუტერნი (4-1-2-2-1): ტრაპი - დიკი, აბელი (44. ამედიკი), როდნი, იესენი - პეცოსი (64. ჰოფერი) - ტიფერტი, მორავეკი - კირხი (46. რივიჩი), ჰლუშეკი - ლაკიჩი.
გოლები: 0:1 ლაკიჩი (17), 1:1 კუჟმანოვიჩი (26-პენ), 2:1 პოგრებნიაკი (39), 2:2 ჰოფერი (68), 2:3 ლაკიჩი (79), 2:4 რივიჩი (86)
გაფრთხილება: პოგრებნიაკი - დიკი, ჰოფერი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 8(3)-15(5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 39 000

ბორუსია (მ)-კიოლნი 5:1
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი (83. მ. ფინკი), ნოიშტედტერი - როისი, არანგო (73. ჰერმანი) - ჰანკე (76. მარქსი), იდრისუ.
კიოლნი (4-1-2-2-1): რენზინგი - ბრეჩკო, ჟერომელი, მოჰამადი, აიხნერი - მატუშიკი - ლანიგი (86. იალჩინი), ჟაჟალო (46. ჩიჰი) - პეჟკო (70. კლემენსი), პოდოლსკი - ნოვაკოვიჩი.
გოლები: 1:0 არანგო (29), 2:0 როისი (34), 3:0 როისი (39), 3:1 ნოვაკოვიჩი (50), 4:1 დემსი (65-პენ), 5:1 ნორდტვეიტი (67)
გაფრთხილება: არანგო - ჟაჟალო, მატუშიკი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 19(9)-8(4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 53 104

ლევერკუზენი-ზანკტ პაული 2:1
ლევერკუზენი (4-2-3-1): გიფერი - ბალიტში (46. კასტრო), შვააბი, რაინარტცი, კადლეცი (60. დერდიოკი) - ვიდალი, როლფესი - სემი, ბალაკი, ბარნეტა (68. ლ. ბენდერი) - კისლინგი.
ზანკტ პაული (4-2-3-1): პლიკე - ლეხნერი, თორანდტი, ეგერი, გიუნეში - ბოლი (79. სუკუტა-პასუ), მ. ლემანი - ბრუნსი (72. დაუბე), ტაკი (84. ებერსი), ნაკი - ასამოა.
გოლები: 0:1 ტაკი (58), 1:1 კისლინგი (66), 2:1 ლ. ბენდერი (77)
გაფრთხილება: შვააბი - ასამოა, ტაკი, მ. ლემანი
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 19(5)-6(1); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 30 210


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 29 20 6 3 59-18 66
2. ლევერკუზენი 29 18 7 4 59-35 61
3. ჰანოვერი 29 17 2 10 42-40 53
4. ბაიერნი 29 15 7 7 61-35 52
5. მაინცი 29 14 3 12 43-37 45
6. ნიურნბერგი 29 12 7 10 43-38 43
7. ჰამბურგი 29 12 6 11 44-45 42
8. ფრაიბურგი 29 12 5 12 38-41 41
9. შალკე 29 11 6 12 43-33 39
10. ჰოფენჰაიმი 29 9 10 10 44-42 37
11. კიოლნი 29 10 5 14 39-54 35
12. კაიზერსლაუტერნი 29 9 7 13 40-46 34
13. ვერდერი 29 8 10 11 39-55 34
14. აინტრახტი 29 9 6 14 29-39 33
15. შტუტგარტი 29 8 6 15 49-54 30
16. ვოლფსბურგი 29 6 10 13 32-42 28
17. ზანკტ პაული 29 8 4 17 30-51 28
18. ბორუსია (მ) 29 7 5 17 43-63 26

ბომბარდირები: 20 - სისე (ფრაიბურგი); 19 - გომესი (ბაიერნი); 16 - გეკასი (აინტრახტი); 13 - ბარიოსი (ბორუსია დ), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ნოვაკოვიჩი (კიოლნი), ია კონანი (ჰანოვერი).


II ბუნდესლიგა
XXIX ტური

აუგსბურგი-ფიურტი 0:0

დუისბურგი-ალემანია 3:2
გოლები: 1:0 ბალიაკი (40), 1:1 შტიბერი (45+1), 1:2 აუერი (49), 2:2 ექსლაგერი (62), 3:2 სუკალო (85)

ოსნაბრიუკი-არმინია 0:0

მიუნხენ 1860-კოტბუსი 4:0
გოლები: 1:0 შტალი (2), 2:0 აიგნერი (35), 3:0 აიგნერი (65), 4:0 ლაუთი (84)

ობერჰაუზენი-ფორტუნა 1:2
გოლები: 1:0 კაია (52-პენ), 1:1 ლანგენეკე (58-პენ), 1:2 ბაისტერი (61)

პადერბორნი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 0:1 ლაიტლი (53), 1:1 ვახსმუთი (55)

უნიონი-ფრანკფურტი 2:0
გოლები: 1:0 მატუშკა (69), 2:0 მოსკერა (89)

აუე-კარლსრუე 1:1
გოლები: 0:1 ტერაცინო (37), 1:1 კლინგბაილი (76)

ბოხუმი-ჰერტა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰერტა 28 18 5 5 57-25 59
2. აუგსბურგი 29 17 7 5 52-21 58
3. ბოხუმი 28 17 4 7 40-28 55
4. ფიურტი 29 14 9 6 39-22 51
5. აუე 29 14 7 8 32-32 49
6. დუისბურგი 29 13 7 9 44-30 46
7. კოტბუსი 29 13 6 10 54-44 45
8. მიუნხენ 1860 29 12 9 8 41-29 43
9. ფორტუნა 29 13 3 13 38-35 42
10. ალემანია 29 11 8 10 49-50 41
11. უნიონი 29 10 8 11 32-33 38
12. ფრანკფურტი 29 10 4 15 38-44 34
13. პადერბორნი 29 8 8 13 27-40 32
14. ინგოლშტადტი 29 8 7 14 35-43 31
15. კარლსრუე 29 7 8 14 39-63 29
16. ოსნაბრიუკი 29 7 6 16 37-53 27
17. ობერჰაუზენი 29 6 6 17 23-50 24
18. არმინია 29 3 6 20 22-57 15

* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა

ბომბარდირები: 21 - პეტერსენი (კოტბუსი); 17 - აუერი (ალემანია); 15 - მიოლდერსი (ფრანკფურტი); 14 - ლაუთი (მიუნხენ 1860); 13 - ნანდო რაფაელი (აუგსბურგი).


III ბუნდესლიგა
ბურგჰაუზენი-შტუტგარტი II 3:4, ბაბელსბერგი-ოფენბახი 2:0, რეგენსბურგი-ვეენი 0:0, ალენი-ბაიერნი II 2:0, აალენი-ზანდჰაუზენი 0:0, ერფურტი-ზაარბრიუკენი 1:2, ჰანზა-დრეზდენი 1:0, კობლენცი-ჰაიდენჰაიმი 4:0, ვერდერი II-კარლ ცაისი 0:0, უნტერჰახინგი-ბრაუნშვაიგი 0:1.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული