"მიხარია, რომ "შტუტგარტში" ვბრუნდები. 11 წელია, ამ კლუბთან არანაირი შეხება აღარ მქონია, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ჩემი მშობლიური კლუბია. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში შვაბურ კლუბში ბევრი რამ შეიცვალა,"
გაგახსენებთ, რომ ფრედი ბობიჩმა სახელი სწორედ "შტუტგარტში" გაითქვა. ის ბალაკოვთან და ჯოვანი ელბერთან ერთად, შვაბური კლუბის "მაგიურ სამკუთხედს" ქმნიდა. "შტუტგარტის" ფორმითYჩატარებულ 148 მატჩში ფრედის 69 გოლი აქვს გატანილი. 1997 წელს მან VFB-სთან ერთად, გერმანიის თასი მოიგო. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი ბობიჩი აქტიური სპორტული კარიერის დროს, ბუნდესლიგაში "შტუტგარტის" გარდა, დორტმუნდის "ბორუსიას", "ჰანოვერისა" და ბერლინის "ჰერტას" ღირსებას იცვავდა.