ბობიჩი სახლში დაბრუნდა

AutoSharing Option
"შტუტგარტს" ახალი მენეჯერი ჰყავს: გელზენკირხენის "შალკეში" "გაქცეული" ჰორსტ ჰელდტი, შვაბური კლუბისთვის ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა ფრედი ბობიჩმა შეცვალა. შესაძლოა, არ იცოდეთ და აუცილებლად გეტყვით, რომ ფრედი აქამდე ბულგარეთში, ბურგასის "ჩერნომორეცში", ასევე მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. სხვათა შორის, ამ კლუბს კიდევ ერთი ლეგენდარული შტუტგარტელი, ბულგარელი კრასიმირ ბალაკოვი წვრთნის. ხსენებულ კლუბთან მას კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებდა.

"მიხარია, რომ "შტუტგარტში" ვბრუნდები. 11 წელია, ამ კლუბთან არანაირი შეხება აღარ მქონია, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ჩემი მშობლიური კლუბია. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში შვაბურ კლუბში ბევრი რამ შეიცვალა,"
- განაცხადა ბობიჩმა გუშინ, ოფიციალურ პრეზენტაციაზე. ფრედის მენეჯერობაში ასისტენტობას იოხენ შნაიდერი გაუწევს. ბობიჩმა "შტუტგარტთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გაგახსენებთ, რომ ფრედი ბობიჩმა სახელი სწორედ "შტუტგარტში" გაითქვა. ის ბალაკოვთან და ჯოვანი ელბერთან ერთად, შვაბური კლუბის "მაგიურ სამკუთხედს" ქმნიდა. "შტუტგარტის" ფორმითYჩატარებულ 148 მატჩში ფრედის 69 გოლი აქვს გატანილი. 1997 წელს მან VFB-სთან ერთად, გერმანიის თასი მოიგო. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი ბობიჩი აქტიური სპორტული კარიერის დროს, ბუნდესლიგაში "შტუტგარტის" გარდა, დორტმუნდის "ბორუსიას", "ჰანოვერისა" და ბერლინის "ჰერტას" ღირსებას იცვავდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული