შეფერი გადადგა, ფინკე მწვრთნელია!

AutoSharing Option
გუშინ, „კიოლნის“ დამრიგებელმა ფრანკ შეფერმა თანამდებობა თავისი ნებით დატოვა და გუშინვე, გუნდის მწვრთნელად ფოლკერ ფინკე დაინიშნა - 63 წლის სპეციალისტი, რომელიც „კიოლნის“ სპორტული დირექტორია და სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის ფუნქციებსაც შეითავსებს. ფოლკერის მიზანი დარჩენილ სამ ტურში „თხების“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან გადარჩენა იქნება.

ორი კვირის წინ ფინკემ გადაწყვიტა, რომ შეფერი „კიოლნის“ მწვრთნელის თანამდებობას სეზონის დასრულებისთანავე დატოვებდა და კვირას, „ვოლფსბურგთან“ განცდილი მარცხის შემდეგაც გაიმეორა, რომ შეფერის ვადამდე გათავისუფლებას არ აპირებდა, მაგრამ გუშინ შეფერმა პოსტი თავისი ნებით დატოვა და წასვლა იმით ახსნა, რომ
მასზე ზეწოლა ზედმეტად დიდი იყო. ფრანკი შეგირდებს გუშინ, დილის 9 საათზე დაემშვიდობა. უნდა აღინიშნოს, რომ შეფერი „კიოლნის“ გულშემატკივრებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან გუნდში 1982 წლიდან მუშაობდა.

ფაქტია, რომ „კიოლნს“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ჯერ კიდევ სერიოზულად ემუქრება. „თხებს“ 35 ქულა აქვთ და სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგს“ მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ. თანაც, „კიოლნს“ დარჩენილ სამ ტურში საკმაოდ რთული კალენდარი აქვს: „ლევერკუზენი“ (შინ), „აინტრახტი“ (სტუმრად) და „შალკე“ (შინ).

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ფეხბურთელების ტირილი რა მოდაში შემოვიდა.:)
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული