ჰიტცფელდი: მოურინიო "რეალისთვის" დიდი სირცხვილია!

AutoSharing Option
დღევანდელი „ელ კლასიკოს“ წინ, რომელიც ამ სეზონში უკანასკნელი იქნება, შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გამოცდილმა სპეციალისტმა ოტმარ ჰიტცფელდმა მადრიდელთა დამრიგებელი ჟოზე მოურინიო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

ჰიტცფელდის აზრით, მოურინიოს საფეხბურთო ფილოსოფია, ტაქტიკა და ზოგადად ჟოზე, მადრიდული სუპერგრანდისთვის უდიდესი სირცხვილია.

„მადრიდის „რეალი“ ასე არ უნდა თამაშობდეს, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები მოედანზე ასე არ უნდა იქცეოდნენ, ჟოზე მოურინიო „სამეფო გუნდის“ ისტორიაში უდიდესი სიცხვილია. პორტუგალიელი მწვრთნელი „რეალის“ იმიჯს ლახავს,“ - წერს ჰიტცფელდი „კიკერში“.

ოტმარი გერმანელ მსაჯ ვოლფგანგ შტარკს იცავს და აცხადებს, რომ ჟოზეს მიერ შტარკზე გამოთქმული
კრიტიკული მოსაზრებებიდან ყველა უსამართლოა, ხოლო იმ განცხადებით, რომ უეფა „ბარსელონას“ UNICEF-ის გამო მფარველობს, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ყველა ზღვარს გადააჭარბა.

„ჟოზე მოურინიოსთან შეხება რამდენჯერმე მქონდა. ჩვენ ერთმანეთს უეფას სამწვრთნელო ყრილობებზე ვხვდებოდით და ჟოზე ჩემში ყოველთვის ანტიპატიას იწვევდა. ძალიან ამაყია, ახლოს არავის იკარებს, მუდმივად კევს ღეჭავს და ყველაფერთან ერთად, უზრდელიცაა, - წერს ჰიტცფელდი და იქვე დასძენს, - ვისურვებდი, რომ „ბარსამ“ ჟოზე საკადრისად დასაჯოს.“
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული