ბუტი კიდევ ერთი წლით, კრაფტი მიდის

AutoSharing Option
მანუელ ნოიერი მიუნხენის „ბაიერნში“, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. სამაგიეროდ, რეკორდმაისტერს მეკარეების საკითხში სხვა სიახლე აქვს: ჰანს-იორგ ბუტმა კონტრაქტი გააგრძელა, თომას კრაფტმა კი გაწყვიტა. ეს ორი ინფორმაცია მიუნხენურმა გრანდმა გუშინ გაავრცელა. შესაბამისად, გაირკვა, რომ ბუტი ზაფხულში აქტიურ სპორტულ კარიერას არ დაამთავრებს.

ბუტმა, რომელიც 28 მაისს 37 წლის ხდება, „ბაიერნთან“ მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „იორგ ბუტი უმაღლესი კლასის მეკარეა და ძალიან მიხარია, რომ მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ერთად იქნება. მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით, პირველ რიგში „ბაიერნის“ მომავალი მწვრთნელის, იუპ ჰაინკ
ესის სურვილი შესრულდა,“ - ეს რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.
რაკი მიუნხენელები ნოიერის ყიდვა დგას დღის წესრიგში, გამოდის, რომ ბუტი თანახმაა, მომავალ სეზონში სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს. მანუელის ტრანსფერი რომ არ შედგეს, ვეტერანი კიპერი პირველ ნომრად დარჩება. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ 22 წლის კრაფტს მიუნხენში აღარ დაედგომება. ამ უკანასკნელს „სკამის ხეხვის“ პერსპექტივა არ ხიბლავს.

„თომას კრაფტის მიზანი პირველობაა, ჩვენ კი ამის გარანტიას ვერ ვაძლევთ. შესაბამისად, თომასი ზაფხულში დაგვტოვებს,“ - აცხადებს „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი. „კიკერის“ ინფორმაციით, კრაფტს ბერლინის „ჰერტა“ ეპატიჟება – ლევან კობიაშვილის გუნდი, რომელმაც უკვე გაინაღდა პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნება, მომავალი სეზონისთვის ელიტისთვის შესაფერის კიპერს ეძებს.

აქვე გეტყვით, რომ გადაწყვეტილია სანკტ პეტერბურგის „ზენიტთან“ ამხანაგური მატჩის ჩატარება – შეხვედრა 18 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, „ზენიტი“ ის გუნდია, რომელმაც სამი წლის წინ, უეფას თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „რეკორდმაისტერი“ 4:0 დაამარცხა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული