მიუხედავად ამისა, ბრაისგაუელებმა იდენტურ მდგომარეობაში მყოფ „ჰამბურგს“ მაინც მოუგეს და როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი ამბობს, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ „ფრაიბურგში“ გუნდური სულისკვეთება ყველაფერზე მაღლა დგას. „ფრაის“ მთავარმა გოლეადორმა პაპის დემბა სისემ ჰამბურგთან დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ჯერ კიდევ მისდევს ბაიერნელ მარიო გომესს - ამ უკანასკნელის ანგარიშზე 24 გოლია და სისეს მას
22 გოლი ბუნდესლიგის ერთ სეზონში - ასეთი შედეგი აქამდე გერმანიაში არცერთ აფრიკელ ფეხბურთელს არ ჰქონია. რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, „ფრაიბურგის“ ბუნდესლიგაში მოღვაწეობის ისტორიაში, ყველაზე მეტი, 23 გოლი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ალექსანდრე იაშვილს აქვს გატანილი და სისეს „იაშკას“ რეკორდის დამხობამდე მხოლოდ ერთი გოლიღა აკლია...
„სისე მართლაც ზღაპრულ სეზონს ატარებს. დიდი ხანია, „ფრაიბურგს“ ასეთი დონის თავდამსხმელი არ ჰყოლია,“ - ამბობს დუტი.
მაგრამ სისეს წარმატებები „ფრაის“ ქომაგებში შიშსაც იწვევს, რადგან ყველა ხვდება, რომ თავდამსხმელს თითოეული გოლი ყველასათვის კიდევ უფრო სასურველ ფეხბურთელად აქცევს. მართალია, პაპის დემბას „ფრაიბურგთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, მაგრამ გუნდის სპორტული დირექტორი დირკ დუფნერი აღიარებს, რომ თუ სისეს მსურველი კლუბი „ფრაის“ დიდ თანხას შესთავაზებს, საკმაოდ რთული ფინანსური მდგომარეობის გამო გუნდი იძულებული გახდება, ლიდერს შეელიოს.
„კიკერის“ ინფორმაციით, „ფრაიბურგი“ სისეს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა და ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ პაპის დემბას დიდი ხანია აკვირდებიან ისეთი გრანდები, როგორებიც არიან ლონდონის „არსენალი“ და „ლივერპული“. მათთან ერთად, სისეს გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობენ სხვა ინგლისური კლუბების, „ბლექბერნისა“ და „ფულჰემის“ შეფებიც.