მაგათი მბოკანი აღარ დამანახოთ!

AutoSharing Option
დიუდონ მბოკანის ვოლფსბურგული კარიერა დასასრულს უახლოვდება. 25 წლის კონგოელი თავდამსხმელი „მგლებში“ იანვარში გადავიდა და იმედები ვერ გაამართლა, ფელიქს მაგათი კი ღიად აცხადებს, რომ ის არ სჭირდება. შესაბამისად, მბოკანი „ვოლფსბურგს“ სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. მბოკანო გერმანულ კლუბში „მონაკოდანაა“ განათხოვრებული და „ვოლფებს“ კონგოელის მოწონების შემთხვევაში, მისი შესყიდვის უპირატესი უფლება ჰქონდათ, რომელსაც მაგათის თქმით არ გამოიყენებენ.

იანვრის შემდეგ, მბოკანიმ „ვოლფსბურგის“ მაისურით შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან, ხუთში შეცვლაზე ითამაშა, ორში კი შეცვალეს. მის ანგარიშზე არცერთი გოლი და არც საგოლე პასია, რაც თავდამსხმელისთვის ძალიან ცუდი
შედეგია. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არაა, რომ მაგათს ის არაფერში სჭირდება.

მაგათის თქმით, კონგოელმა „პირადული მიზეზების“ გამო რამდენიმე ვარჯიშიც გააცდინა და „დესპოტი ფელიქსი“ მბოკანის ამიერიდან ვარჯიშებზეც აღარ დაუშვებს. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის გერმანიის ჩემპიონი „ვოლფსბურგი“ გადარჩენისთვის იბრძვის. გასულ ტურში „მგლებმა“ „ვერდერი“ დაამარცხეს და გასავარდნი ზონა დატოვეს, მაგრამ ელიტაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებიათ. მომავალ შაბათს „ვოლფსბურგი“ „კაიზერსლაუტერნს“ მასპინძლობს, ბოლო ტურში კი „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული