გადაწყდა: გიუნდოგანი დორტმუნდში!

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ ახალი სეზონისთვის პირველი ტრანსფერი გაჩარხა: BVB-მ გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებისა და „ნიურნბერგის“ უნიჭიერესი ნახევარმცველი, 20 წლის ილქაი გიუნდოგანი დაიბევა. გარიგება „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ოფიციალურად დაადასტურა - მისი თქმით, დორტმუნდელები გიუნდოგანს ოთხწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდნენ.

ამ ტრანსფერზე გერმანიაში დიდი ხანი საუბრობდნენ და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „დორტმუნდი“ „ნიურნბერგს“ 4 მილიონ ევროს გადაუხდის. ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერი ზრდის ეჭვებს იმის შესახებ, რომ ნური შაჰინი მართლაც მადრიდის „რეალში“ გადადის, რადგან ასევე თურქული წარმოშობის მქონე გიუნდოგანი სწორედ შაჰინის პოზიციაზე თამაშობს -
ისიც კრეატიული საყრდენი ნახევარმცველია. „მნიშვნელობა არ აქვს, დაგვტოვებს თუ არა შაჰინი - ილქაი გიუნდოგანი უდიდესი შენაძენია,“ - ეს „ბორუსიას“ თავკაც იურგენ კლოპის სიტყვებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული