ჭირი იქა, ლხინი აქა

AutoSharing Option
ასეთ მომენტში სასწაულები იშვიათად ხდება ხოლმე: როგორც მოსალოდნელი იყო, „ზანკტ პაულისთან“ ერთად, ბუნდესლიგას ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაემშვიდობა. დორტმუნდში განცდილმა მარცხმა (1:3) ფრანკფურტი მინიმუმ ერთი წლით ელიტური ფეხბურთის გარეშე დატოვა. ამრიგად, კრისტოფ დაუმმა, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის მიწურულს დანიშნეს, გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო და ეს არის პირველი შემთხვევა 57 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში - დაუმი მეორე ბუნდესლიგაში აქამდე არასდროს გავარდნილა.

„გაოგნებული ვარ. არ მეგონა, თუ გავარდებოდით... მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ზუსტად ვიცი, „აინტრახტის“ ადგილი პირველ ბუნდესლიგაშია,“ - თქვა იმედგაცრუებულმა დაუმმა
მატჩის შემდეგ და რაც შეეხება მის მომავალს: „ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. „აინტრახტთან“ ისეთი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. არც ის მინდა, რომ გუნდს ისეთი მწვრთნელი ჰყავდეს, რომელიც არ უნდა.“

უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, „აინტრახტის“ გავარდნით დაუმის კონტრაქტი ივლისის ბოლოს ავტომატურად უქმდება. კრისტოფმა ჯერ თვითონაც არ იცის, უნდა თუ არა ფრანკფურტულ კლუბში დარჩენა და მომავალ სეზონში ელიტაში დაბრუნებისთვის ბრძოლა. მაგალითად, საფეხბურთო გერმანიის ნომერ პირველი ექსპერტი ფრანც ბეკენბაუერი ფიქრობს, რომ კრისტოფისა და „აინტრახტის“ თანამშრომლობა, რაც ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, აუცილებლად დამთავრდება - არა მგონია, რომ კრისტოფმა მეორე ბუნდესლიგა იკადროსო.

ერთი სიტყვით, 1996, 2001 და 2004 წლების შემდეგ, „აინტრახტი“ მეორე ბუნდესლიგაში მესამედ დაქვეითდა. პარადოქსი ისაა, რომ ფრანკფურტელებმა ამ სეზონის პირველი წრე საკმაოდ კარგად ჩაატარეს, მეშვიდე ადგილზე გამოიზამთრეს და სეზონის მეორე ნახევრისთვის სულაც ევროპის ლიგის საგზურზე ოცნებობდნენ. მეორე წრეში კი გუნდმა დაუჯერებელი რეგრესი განიცადა და ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა: მხოლოდ ერთი მოგება, ბურთების შეფარდება 7:28 და მხოლოდ 8 ქულა - ასეთია „აინტრახტის“ მონაგარი მეორე წრეში. დაუმის ხელში კი „აინტრახტმა“ ერთი თამაშის მოგებაც ვერ შეძლო.

„ეს კატასტროფაა, მაგრამ რეალობას უნდა შევეგუოთ. მომავალი სეზონისთვის მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ „აინტრახტი“ ელიტაში ძალიან ძლიერი გუნდით, აუცილებლად დაბრუნდება,“ - ეს გუნდის მთავარი ბოსის, ჰერიბერტ ბრუხჰაგენის სიტყვებია.

იმ დროს, როცა ფრანკფურტელი ფეხბურთელები ცრემლებს ვერ იკავებდნენ, მთელი დორტმუნდი უდიდეს ზეიმს მიეცა. „ბორუსიას“ თავკაც იურგენ კლოპს საფინალო სასტვენიდან სტადიონის დატოვებამდე ტანსაცმლის გამოცვლა სამჯერ მოუხდა, ამის მიზეზი კი რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს - ფეხბურთელებმა კლოპს სამჯერ გადაავლეს ლუდის შხაპი. უშუალოდ მატჩის შემდეგ კი, BVB-მ „ვერცხლის სინი“ ჩაიბარა - „შავ-ყვითლები“ მეშვიდედ გახდნენ გერმანიის ჩემპიონები. როცა კაპიტანმა რომან ვაიდენფელერმა სინი აღმართა, „ვესტფალენშტადიონი“ ფანების გამაყრუებელმა კიჟინამ მოიცვა - ტრიბუნებზე 80 000 ფანი იყო, სტადიონთან კი 150 000 ქომაგი ზეიმობდა.

მოგვიანებით, ფეხბურთელები კლოპს და „ბორუსიას“ მენეჯერ ჰანს-იოახიმ ვატცკეს პრესკონფერენციაზე შეუვარდნენ და იქაც ლუდით წუწაობა მოაწყვეს, მანამდე კი, გასახდელისკენ მიმავალმა პატრიკ ოვომოიელამ შემთხვევით „აინტრახტის“ თავკაცი დაუმიც გაწუწა - ამ უკანასკნელს დანა პირს არ უხსნიდა, რის გამოც ოვომოიელას შეუტია, პატრიკმა კი ბოდიში მოუხადა. დორტმუნდელებმა იმდენიც ქნეს, რომ მსაჯების ოთახში შეაღწიეს და არბიტრ გაგელმანსაც გადაავლეს ლუდი. მოკლედ, ამ შაბათ-კვირას დორტმუნდში ნამდვილი საგიჟეთი იყო - მთელი ქალაქი ზეიმობდა. კვირას, ჩემპიონებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და „ვერცხლის სინთან“ ერთად პოზიორობდნენ. ოფიციალური მონაცემებით, „ბორუსიას“ ჩემპიონობა ამ არცთუ ისე დიდი ქალაქის ქუჩებში 400 000-მდე ფანმა იზეიმა.

მოკლედ, ესეც ასე: ბუნდესლიგა 2010-2011 ისტორიას ჩაბარდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველამ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. დორტმუნდის „ბორუსია“ ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ჩემპიონია - BVB სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაში ჩაერთვება და ძალიან საინტერესოა, როგორ ითამაშებენ კლოპის „პატარა ბიჭები“ ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში.

მიუნხენის „ბაიერნი“ აშკარად ცუდ შეფასებას იმსახურებს - მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერმა მესამე ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებით, პროგრამა მინიმუმის შესრულება შეძლო. „ბაიერნს“ პოტენციალით ყველაზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა და რობენის, რიბერის, შვაინშტაიგერისა და ლამის გუნდს მესამე ადგილს კარგ შედეგად ვერ ჩავუთვლით. მიუნხენელთა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ქებას იმსახურებს, თავდამსხმელი მარიო გომესია, რომელიც 28 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა და „კიკერის“ ოფიციალური პრიზი, ბომბარდირისთვის განკუთვნილი ზარბაზანი გუშინვე ჩაიბარა.

აი, „ლევერკუზენისთვის“ კი, ვიცე-ჩემპიონობა ნამდვილად კარგი შედეგია, რისთვისაც მიხაელ ბალაკი და კომპანია უდავოდ აპლოდისმენტებს იმსახურებენ. ტაშს ნაღდად ვერ დავუკრავთ იმ მწვრთნელებს, რომლებიც ერთი წლის წინ იდეალურ სპეციალისტებად მიიჩნეოდნენ, წელს კი კრახი განიცადეს: ვგულისხმობთ ლუის ვან გაალს, რომელიც „ბაიერნიდან“ გააგდეს და ფელიქს მაგათსაც, რომელიც „შალკედან“ დაიფრინეს. მართალია, ეს უკანასკნელი „ვოლფსბურგში“ დაბრუნდა და „მგლების“ ელიტიდან გავარდნა არ დაუშვა, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია. დაუმზე ზემოთაც ვისაუბრეთ. მოკლედ, ამ სეზონმა დაადასტურა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მომავალი კლოპის და „მაინცის“ თავკაც თომას ტუხელის დარი მწვრთნელებისაა. თუმცა ის ამბავი, რომ მომავალ სეზონში „ბაიერნს“ იუპ ჰაინკესი გაწვრთნის, ამ მხრივ დიდ ინტრიგას ტოვებს. იქნებ მაგათმაც შეძლოს თავისი „ვოლფსბურგით“ ქვესკნელიდან ამოსვლა.

უდავოდ საუკეთესო შეფასებას იმსახურებენ გულშემატკივრებიც, რომლებიც ამ სეზონში სტადიონებს სტუმრობდნენ. ბუნდესლიგაში დასწრება ისევ ყველაზე მაღალი იყო მთელი ევროპის მასშტაბით და მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ორი სკანდალი მოხდა. თუმცა ნამდვილად ალიბია ის, რომ ორივე შემთხვევაში მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული გუნდების, „აინტრახტისა“ და „ზანკტ პაულის“ ფანები აიჭრნენ.

ამ სეზონმა რამდენიმე ფეხბურთელის ნამდვილი სახეც გამოააშკარავა. მაგალითად, ჰოფენჰაიმელი დემბა ბა ზამთარში ძალიან უნამუსოდ მოიქცა და მერე ინგლისში გაიქცა. ბოლო ტურში კი, „ვოლფსბურგის“ ბრაზილიელმა გამთამაშებელმა დიეგომ თავის გუნდსა და მწვრთნელ მაგათს ბოიკოტი გამოუცხადა - ეს იმ დროს, როცა მის თანაგუნდელებს ელიტაში დარჩენა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განაღდებული. დიეგოს ბოიკოტის მიზეზი ის გახლდათ, რომ მაგათი მის ძირითად შემადგენლობაში გამწესებას არ აპირებდა. ეგოისტმა ბრაზილიელმა კი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა იუარა და თამაშზე საერთოდ არ მისულა. ფაქტია, დიეგოს „ვოლფსბურგში“ მომავალი აღარ აქვს. თუ მაგათმა ის ვერ გაყიდა, ორი აზრი არ არსებობს: 2014 წლამდე (ანუ, კონტრაქტის ამოწურვამდე) მოყვარულებში ათამაშებს, პირველ გუნდში კი ნაღდად არ მიასუნინებს.

ბუნდესლიგა დამთავრდა, გერმანული სეზონი კი ჯერ არ მორჩენილა. წინ გერმანიის თასის ფინალია, რომელშიც ერთმანეთს „შალკე“ და „დუისბურგი“ დაუპირისპირდებიან. და რელეგაცია, ანუ, ბრძოლა პირველი ბუნდესლიგის საგზურისთვის, რომელშიც ერთმანეთს ელიტაში ბოლოდან მესამე ადგილზე გასული „გლადბახი“ და მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანი „ბოხუმი“ შეხვდებიან.


ბაიერნი-შტუტგარტი 2:1
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, კონტენტო - ტიმოშჩუკი (65. ოტლი), შვაინშტაიგერი - რობენი, კლოზე (65. კროოსი), თ. მიულერი - გომესი (87. პრანიჩი).
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა - ტრეში (85. დიდავი), კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰაინალი (82. გენტნერი), ოკაზაკი - პოგრებნიაკი (78. შიპლოკი).
გოლები: 0:1 ოკაზაკი (24), 1:1 გომესი (37), 2:1 შვაინშტაიგერი (71)
გაფრთხილება: კლოზე, ვან ბუიტენი - ბოკა, ნიდერმაიერი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10(5)-10(5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 69 000

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 1:3
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, იაისლე, კომპერი, ბრააფჰაიდი (84. კაიზერი) - რუდი, ალაბა - რობერტო ფირმინიო, სიგურდსონი (84. ობასი), ბაბელი - მლაპა (76. იბიშევიჩი).
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო - ჰასებე, კიაერი, ა. ფრიდრიხი, მ. შეფერი - მადლუნგი (61. დეჟაგა) - რიტერი, ჟოსუე - კალენბერგი (57. სისერო) - მანჯუკიჩი (87. ჯონსონი), გრაფიტე.
გოლები: 1:0 რობერტო ფირმინიო (49), 1:1 მანჯუკიჩი (60), 1:2 მანჯუკიჩი (73), 1:3 გრაფიტე (78)
გაფრთხილება: მადლუნგი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 17(4)-20(6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 30 150

ჰანოვერი-ნიურნბერგი 3:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - ლალა (58. შმიდებახი), პინტუ - შტინდლი, რაუში (85. ჯაპკა) - ია კონანი, შლაუდრაფი (88. ფორსელი).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩანდლერი, ნილსონი, ვოლშაიდი, პლატენჰარდტი (46. პინოლა) - სიმონსი, ექიჩი - ჰეგელერი, ვაისმაიერი (56. მინტალი), აიგლერი - შიბერი (17. მაკი).
გოლები: 0:1 ვაისმაიერი (25), 1:1 ჰაგი (30), 2:1 რაუში (60), 3:1 ია კონანი (78-პენ)
გაფრთხილება: ჩერუნდოლო, ია კონანი - ვოლშაიდი, სიმონსი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 22-23; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 20(5)-9(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 49 000

ბორუსია დ. - აინტრახტი 3:1
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - მ. გიოტცე (87. ფოილნერი), და სილვა - ბლაშჩიკოვსკი (87. კაგავა), ლევანდოვსკი, გროსკროიტცი (73. დედე) - ბარიოსი.
აინტრახტი (4-2-3-1): ფერმანი - ს. იუნგი, ვასოსკი, რუსი, კიოლერი (20. ჰალილ ალთინთოფი) - როდე (79. ტიჩ-რივერო), შვეგლერი (86. მ. ჰელერი) - ოხსი, კაიო, ფენინი - გეკასი.
მე-12 წუთზე ბარიოსმა (ბორუსია) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
81-ე წუთზე დედემ (ბორუსია) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 0:1 როდე (46), 1:1 ბარიოსი (68), 2:1 რუსი (72-საკ. კარში), 3:1 ბარიოსი (90)
გაფრთხილება: ბარიოსი - კიოლერი, ფენინი
გაძევება: რიჩ-რივერო (80. აინტრახტი)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 18(11)-9(3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 80 720

ჰამბურგი-ბორუსია მიონხენგლადბახი 1:1
ჰამბურგი (4-2-2-2): როსტი - დიკმაიერი (85. ბენჯამინი), კაჩარი, ვესტერმანი, აოგო - ტეშე, ზე რობერტო (68. ვან ნისტელროი) - რინკონი, ელია - ბენ-ჰატირა, გერერო (37. პიტროიპა).
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - როისი, არანგო - ჰანკე (74. დე კამარგო), იდრისუ.
გოლები: 0:1 არანგო (41), 1:1 ბენ-ჰატირა (71)
გაფრთხილება: ბენ-ჰატირა - არანგო, შტრანცლი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 16(4)-9(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 57 000

მაინცი-ზანკტ პაული 2:1
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - ბუნგერტი, სვენსონი, ნოვესკი (43. კალიჯური), ფათი - კირხჰოფი, სოტო - ჰოლტბი, ივანშიტცი (75. რისსე), შიურლე - ფ. ჰელერი (46. ალაგუი).
ზანკტ პაული (4-2-2-1-1): კესლერი - გიუნეში, მორენა (74. ეგერი), თორანდტი, კალა (66. ლეხნერი) - დაუბე (84. ფილიპოვიჩი), მ. ლემანი - ბრუნსი, ბარტელსი - მ. კრუსე - ებერსი.
გოლები: 0:1 მ. ლემანი (42), 1:1 შიურლე (58-პენ), 2:1 ალაგუი (82)
გაფრთხილება: ბრუნსი, ეგერი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 19(7)-14(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 20 300

კიოლნი-შალკე 2:1
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, ჟერომელი, მოჰამადი, აიხნერი (65. მაკინო) - პეტიტი (75. მაკენა), პეცონი - ჩიჰი, პოდოლსკი, ჟაჟალო - ნოვაკოვიჩი (79. სანუ).
შალკე (4-2-3-1): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ესკუდერო (66. დანილო აველარი) - პაპადოპულოსი, კლუგე - ბაუმიოჰანი (34. დრაქსლერი), რაული, ხურადო - ედუ (34. ჰუნტელაარი).
გოლები: 1:0 ნოვაკოვიჩი (25), 2:0 ჟაჟალო (60), 2:1 რაული (87)
გაფრთხილება: ჟერომელი, მაკენა - პაპადოპულოსი
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 21-23; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10(6)-17(5); ბურთის ფლობა: 41%-60%.
მაყურებელი: 50 000

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 0:1
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, კრმასი, ბუტშერი, ბასტიანსი - შუსტერი (90. იანო) - კალიჯური (54. რაიზინგერი), მაკიადი, როზენტალი, პუცილა (71. იეგერი) - სისე.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - ბალიტში, შვააბი, რაინარტცი, კადლეცი - ლ. ბენდერი, ვიდალი - სემი (88. ბარნეტა), ბალაკი, რენატო (73. კასტრო) - დერდიოკი (91. კისლინგი).
გოლი: 0:1 ბალიტში (45)
გაფრთხილება: რენატო
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 8-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8(2)-13(6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 24 000

კაიზერსლაუტერნი-ვერდერი 3:2
კაიზერსლაუტერნი (4-1-2-1-2): ტრაპი - კირხი, აბელი, როდნი, იესენი - პეცოსი - ტიფერტი (73. ფუხსი), დე ვიტი - ნემეცი - ლაკიჩი (88. ბ. შულცი), ჰოფერი (77. ვალხი).
ვერდერი (4-2-3-1): ვიზე - ფრიტცი, დ. შმიდტი, პასანენი, ვესლი - ფრინგსი, ბარგფრედე - ტრინკსი (65. ჰანტი), სტევანოვიჩი (84. ავდიჩი), მარინი - არნაუტოვიჩი.
52-ე წუთზე ფრინგსმა (ვერდერი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 1:0 ნემეცი (7), 2:0 როდნი (9), 3:0 ლაკიჩი (30), 3:1 ფრინგსი (43), 3:2 არნაუტოვიჩი (55)
გაფრთხილება: ბარგფრედე, არნაუტოვიჩი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12(4)-17(7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 49 780

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 34 23 6 5 67:22 75
2. ლევერკუზენი 34 20 8 6 64:44 68
3. ბაიერნი 34 19 8 7 81:40 65
4. ჰანოვერი 34 19 3 12 49:45 60
5. მაინცი 34 18 4 12 52:39 58
6. ნიურნბერგი 34 13 8 13 47:45 47
7. კაიზერსლაუტერნი 34 13 7 14 48:51 46
8. ჰამბურგი 34 12 9 13 46:52 45
9. ფრაიბურგი 34 13 5 16 41:50 44
10. კიოლნი 34 13 5 16 47:62 44
11. ჰოფენჰაიმი 34 11 10 13 50:50 43
12. შტუტგარტი 34 12 6 16 60:59 42
13. ვერდერი 34 10 11 13 47:61 41
14. შალკე 34 11 7 16 38:44 40
15. ვოლფსბურგი 34 9 11 14 43:48 38
16. ბორუსია (მ) 34 10 6 18 48:65 36
17. აინტრახტი 34 9 7 18 31:49 34
18. ზანკტ პაული 34 8 5 21 35:68 29


ბომბარდირები: 28 - გომესი (ბაიერნი); 22 - სისე (ფრაიბურგი); 17 - ნოვაკოვიჩი (კიოლნი); 16 - ბარიოსი (ბორუსია დ), გეკასი (აინტრახტი), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული