ფინკემ სოლბაკენს გზა დაულოცა

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატი შაბათს დასრულდა, კვირას კი ცნობილი გახდა, რომ მომავალ სეზონში „კიოლნის“ მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი იქნება. ეს ინფორმაცია „კიოლნის“ ოფიციოზმა „შალკესთან“ მოგებული (2:1) თამაშის შემდეგ დაადასტურა.

ნორვეგიელი სპეციალისტი „თხებს“ პირველ ივლისს ჩაიბარებს და გუნდს, რომელსაც ბოლო ტურებში ფოლკერ ფინკე დროებით წვრთნიდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან იხსნა, მინიმუმ ორი წლის მანძილზე უთავკაცებს. 43 წლის სოლბაკენს ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და ნორვერგიის ნაკრების მწვრთნელი გახლდათ, რის გამოც „კიოლნი“ იძულებული გახდა, მისი კონტრაქტი გამოესყიდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ „კიოლნი“ სოლბაკენის ხელში
ძალიან კარგად ითამაშებს. სტალე განსაკუთრებული, უნიჭიერესი სპეციალისტია. მიხარია, რომ მისი სახით ასეთი მაღალი დონის სპეციალისტი დავითანხმეთ,“ - ეს ფინკეს სიტყვებია.

სოლბაკენმა ჩემპიონთა ლიგის აშკარა აუტსაიდერი „კოპენჰაგენი“ ყველასათვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, „კიოლნამდე“ კი, მისი გადაბირება „ჰამბურგსაც“ უნდოდა. მოგვიანებით კი ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციასთან გააფორმა კონტრაქტი. სტალეს „კიოლნში“ ამ კვირაში წარადგენენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული