”გლადბახი” (გა)დარჩა!

AutoSharing Option
ბოხუმი-ბორუსია (მ) 1:1 (0:1)
ბოხუმი (4-1-4-1): ლუთე - ფრაიერი, მალტრიტცი, იაია, ოსტრცოლეკი - იუჰანსონი - აზაუაგი (63. ფედერიკო), დაბროვსკი, ტოსკი, დედიჩი (75. ზალიკი) - მ. აიდინი.
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - როისი (85. მატმური), არანგო - ჰანკე (93. ბრუვერსი), იდრისუ (68. დე კამარგო).
გოლები: 1:0 ნორდტვეიტი (24-საკ. კარში), 1:1 როისი (72)
გაფრთხილება: ოსტრცოლეკი, მ. აიდინი, დაბროვსკი - დანტე
მაყურებელი: 28 650

სარელეგაციო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში, მიონხენგლადბახის „ბორუსია“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან სწორედ
იმ ფეხბურთელმა იხსნა, რომლისაც „გლადბახის“ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ეიმედებოდათ - საუბარია 21 წლის გარემარბ მარკო როისზე, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში „გლადბახის“ საუკეთესო ფეხბურთელი (10 გოლი, 9 პასი) იყო და რომლის თამაში „ბოხუმთან“ დიდხანს იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

თუმცა მარკომ გამოჯანმრთელება მოასწრო, სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მაინც ითამაშა და გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან იხსნა. როისს მეორე ტაიმში ფეხი ისევ ატკივდა, მაგრამ მოედნის დატოვებაზე უარი თქვა, თამაში მტკივანი ფეხით გააგრძელა და გაიტანა გოლი, რომელმაც „გლადბახი“ ელიტაში დატოვა.

„ბოხუმთან“ ორრაუნდიანი ბრძოლის მოგებას სასწაულს ვერ ვუწოდებთ, ამ შემთხვევაში სასწაული ის არის, რაც მიონხენგლადბახელებმა თებერვლის შემდეგ გააკეთეს. იანვარ-თებერვალში აღარავის სჯეროდა, რომ „ბორუსია“ გადარჩენას მოახერხებდა - სწორედ მაშინ დაინიშნა გუნდის მთავარ მწვრთნელად შვეიცარიელი ლუსიენ ფავრი, რომლის ხელშიც გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა.

იმ დროს „გლადბახი“ ბოლო ადგილზე იყო და სარელეგაციო მე-16 ადგილს შვიდი ქულა აშორებდა. ფავრის ხელში, მიონხენგლადბახელებმა 12 მატჩში 20 ქულა მოიპოვეს, სწორედ მე-16 ადგილი დაიკავეს, ახლა კი, „ბოხუმთან“ ორრაუნდიანი დუელიც მოიგეს. რაც შეეხება „ბოხუმს“ - გუნდის მწვრთნელი ფრიდჰელმ ფუნკელი, რომელმაც მანამდე ხუთჯერ შეძლო მეორებუნდესლიგელის ელიტაში გადაყვანა, იქადნება, „ბოხუმს“ პირველ ბუნდესლიგაში გაისად გადავიყვანო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული