შინჯის მაღალი სინჯი

AutoSharing Option
დორტმუნდის „ბორუსიას“ ტრანსფერებისთვის კიდევ 5 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი, მაგრამ გერმანიის ჩემპიონის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ამბობს, სულა არაა აუცილებელი, რომ ეს ფული აუცილებლად დავხარჯოთო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ „ბორუსია“ ახალი სეზონისთვის მზადებას მხოლოდ იმ ხუთი ახალწვეულით დაიწყებს, რომელთა გადორტმუნდელება უკვე გადაწყვეტილი ამბავია - საუბარია პერისიჩზე, გიუნდოგანზე, ლიოვეზე, ლაიტნერსა და კოხზე, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოსამზადებელ შეკრებაზე წაიყვანს. ცორკის თქმით, სწორედ შეკრების შემდეგ გადაწყდება, სჭირდება თუ არა BVB-ს კიდევ ახალი მოთამაშეები.

სამაგიეროდ, ცორკი მოქმედი შემადგენლობის გამყარებაზე მუშაობს და მისი უახლოესი
გეგმა 22 წლის იაპონელ გამთამაშებელ შინჯი კაგავასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა. ეს უკანასკნელი „ბორუსიაში“ ზუსტად ერთი წლის წინ იაპონური „ოსაკადან“ გადავიდა და გუნდს მისი შეძენა სულ რაღაც 350 000 ევრო დაუჯდა. კაგავამ პირველი წრე ბრწყინვალედ ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა, იანვარში კი, აზიის თასზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და ბუნდესლიგის ბოლო ტურამდე ვეღარ გამოჯანმრთელდა.

კაგავას, რომელსაც დორტმუნდელები „ნატვრის თვალს“ უწოდებენ, „ბორუსიასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ცორკი და სხვა ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ თუ სწრაფად არ იმოქმედეს, შინჯის ძალიან ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდება. ცორკის თქმით, „დორტმუნდის“ პრიორიტეტი საკადრო საკითხებიდან ახლა კაგავასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა. სულელები უნდა ვიყოთ, ამაზე რომ არ ვფიქრობდეთო, აცხადებს გერმანიის ჩემპიონის ერთერთი შეფი. კაგავას მრჩეველი თომას კოხი კი ამბობს, რომ ცორკთან და მენეჯერ ჰანს იოახიმ ვატცკესთან პირველი მოლაპარაკება უკვე შედგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული