41 წლის ლემანი ყენიასთან?

AutoSharing Option
ორი დღის წინ, მანუელ ნოიერის დაუსრულებელი საგა, როგორც იქნა, დასრულდა - გერმანიის ნაკრების მეკარე მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. ამ ინფორმაციასთან ერთად, „შალკემ“ ისიც გვამცნო, რომ ნოიერს ფრანკფურტის „აინტრახტის“ აწ უკვე ყოფილი, 22 წლის კიპერი რალფ ფერმანი შეცვლის.

ეს უკანასკნელი გელზენკირხენულ კლუბში ადრეც თამაშობდა (2003-დან 2009 წლამდე), ახლა კი ლევან ყენიას გუნდში უფასოდ გადადის. რაკი ფერმანმა გასულ სეზონში არაერთი შეცდომა დაუშვა („აინტრახტი“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა), „შალკეს“ ხელმძღვანელები მას ასი პროცენტით ვერ ენდობიან და უნდათ, რომ კიდევ ერთი მეკარე გადაიბირონ.

საუბარი კი, არც
მეტი, არც ნაკლები, „შალკეს“ „ძველ ნაცნობზე“, 41 წლის (!) იენს ლემანზეა. „შტუტგარტერ ცაითუნგის“ ცნობით, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელები კვირაზე მეტია, ლემანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ვეტერანი მეკარისთვის, რომელიც „შალკეს“ ღირსებას საუკეთესო წლებში, 1987-დან 1998 წლამდე იცავდა, ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

ხსენებული გამოცემა იმასაც წერს, რომ თუ ტრანსფერი შედგა და მეკარე, რომელსაც კარიერა ჰქონდა დასრულებული, მაგრამ სეზონის მიწურულს ლონდონის „არსენალში“ დაბრუნდა და არც „შალკეში“ თამაშზე იტყოდა უარს, „ბაიერნში“ გადაბარგებული ნოიერის შემცვლელი არ იქნება. თუ „ბებერი იენსი“ ბუნდესლიგაში მართლაც დაბრუნდა, მას ფერმანის შემცვლელის, ანუ, „შალკეს“ მეორე მეკარის სტატუსი ექნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ფერმანი იმედებს ვერ გაამართლებს, ტრავმას მიიღებს ან დისკვალიფიცირებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული