„ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა მას „მაინცში“ გადასვლა ურჩია - კლუბში, რომელსაც მარცხენა მცველის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი სჭირდება. მას მერე, რაც 25 წლის კრისტიან ფუხსი „შალკეში“ გადავიდა, „მაინცს“ დაცვის მარცხენა ფრთა მოუშიშვლდა, 32 წლის დედე კი, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად უფასოცაა, ამ კლუბისთვის
ამას ისიც ემატება, რომ კლოპი „მაინცის“ მენეჯერ კრისტიან ჰაიდელის ახლო მეგობარია, ეს უკანასკნელი კი იურგენის რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებს ხოლმე. „დედემ „ბორუსია“ მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ არ გაუმართლა. არ გაუმართლა იმ მხრივ, რომ მარსელ შმელცერმა უდიდესი პროგრესი განიცადა. სხვამხრივ, დედე იდეალურ ფორმაშია და ნებისმიერ კლუბს დაამშვენებდა, „მაინცისთვის“ კი სულაც მისწრებაა,“ - ეს კლოპის სიტყვებია.