წაიყვანს მაგათი პანდერს?

AutoSharing Option
ამას წინათაც ვწერდით, რომ ფელიქს მაგათი „ვოლფსბურგში“ ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. როგორც იცით, 57 წლის სპეციალისტი „მგლებში“ გასული სეზონის მიწურულს დაბრუნდა და პროგრამა მინიმუმი წარმატებით შეასრულა - გუნდი, რომელიც 2009 წელს ყველასათვის მოულოდნელად თვითონვე გახადა გერმანიის ჩემპიონი, მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან იხსნა.

ახლა კი, „დესპოტი ფელიქსი“ ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას და როგორც უკვე გაუწყეთ, არაერთYფეხბურთელს უშვებს. უახლესი ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელის, გრაფიტეს „ალ აჰლიში“ გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და „მგლები“ ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებენ.

„ვოლფსბურგერ ნახრიხთენი“ კი წერს, რომ
მაგათს „შალკედან“ „ვოლფსბურგში“ გერმანიის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველის (ორი მატცი ბუნდესგუნდში), 27 წლის კრისტიან პანდერის წაყვანა უნდა. ფელიქსისთვის დაცვის მარცხენა ფლანგზე ყველაზე სასურველი მოთამაშე ჰამბურგელი მარსელ იანსენი გახლდათ, მაგრამ ამ უკანასკნელმა მაგათს უარი შეუთვალა - ჰამბურგში ვრჩებიო. ახლა კი, ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ფელიქსმა პანდერს დაუმიზნა.

დიდი ხანია, პანდერს ფეხბურთი მაღალ დონეზე არ უთამაშია, რადგან ტრავმებმა გატანჯეს. თვითონ განსაჯეთ, ერთ დროს ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა გერმანელმა ფეხბურთელმა მარცხენა მუხლზე ზედიზედ ხუთი (!) ოპერაცია გაიკეთა. პანდერი ამბობს, მაგათთან „შალკეში“ ახალ კონტრაქტზე უკვე შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ მერე მწვრთნელი შეიცვალა და ჩემი გელზენკირხენში დარჩენა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგაო. საქმე იმაშია, რომ „შალკემ“ ახალი სეზონისთვის „მაინცის“ მარცხენა მცველი კრისტიან ფუხსი იყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გელზენკირხენელთა მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი კრისტიანზე სერიოზულად არ ფიქრობს. ასე რომ, ვოლფსბურგში ტრანსფერი რეალურია...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გივი, შენ შეუძლებელი შეძელი, ნამდვილი მებრძოლი ხარ ქართული სულით, ღმერთმა წინსვლა არ მოგიშალოს, საქართველო ამაყობს შენით
ოკ
16:00 27-06-2019
0

სიახლეები პოპულარული