პანდერი სლომკამ წაიყვანა

AutoSharing Option
„შალკეს“ მარცხენა მცველი კრისტიან პანდერი (ორი მატჩი გერმანიის ნაკრებში), რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ტრავმირებული იყო, „ჰანოვერმა“ გადაიბირა.

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ გელზენკირხენული კლუბი 27 წლის პანდერს ახალ კონტრაქტს არ უფორმებდა, კრისტიანისთვის ორი კლუბი იბრძოდა, მაგრამ „ჰანოვერმა“ „ვოლფსბურგს“ აჯობა. ფეხბურთელი არ უარყოფს, „ჰანოვერს“ უპირატესობა იმის გამო მივანიჭე, რომ ამ კლუბს ჩემი ყოფილი და უსაყვარლესი მწვრთნელი მირკო სლომკა წვრთნისო.

„ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს, რაც „ჰანოვერმა“ გასულ სეზონშიც დაამტკიცა. კარიერაში უიღბლობა დამჩემდა და მინდა, რომ ამას ბოლო სწორედ
„ჰანოვერში“ მოეღოს. სლომკასთან მუშაობა კი თავის დროზე „შალკეშიც“ ძალიან მსიამოვნებდა და ახლაც ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშებ კლუბში, რომლის მწვრთნელი სწორედ მირკო სლომკაა,“ - უთხრა პანდერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

კრისტიანი „წითლებთან“ კონტრაქტს ჯერ მხოლოდ 2012 წლამდე გააფორმებს, რადგან „ჰანოვერს“ რისკზე წასვლა არ სურს. ფეხბურთელი ხშირად შავდება და ამიტომაცაა, რომ ჯერ მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას უფორმებენ. თანაც, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა დრო, როცა პანდერი გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა – 2007 წლის აგვისტოში მან „უებლიზე“ ინგლისის ნაკრებს გოლი გაუტანა. მაშინ პანდერი ფორმის პიკში იყო, მაგრამ შემდეგ ტრავმებმა მოუღო ბოლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული