ის ფაქტი, რომ შარშან რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, მარტო რობენის დამსახურება არ ყოფილა - ოლიჩმა არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა (2 გოლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, მეოთხედფინალში, ჰეთ თრიკი „ლიონთან“, ნახევარფინალში). 31 წლის ხორვატი ფორვარდი გასულ სეზონშიც მთავარი ფიგურა უნდა ყოფილიყო, მაგრამ სეზონის დასაწყისში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას მერე 8 თვე ლაზარეთში გაატარა. ახლა კი, როგორც იქნა, ისევ ფეხზე დადგა და გუნდთან
„ამ დღეს რვა თვის მანძილზე ველოდი. მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს სრულად გამოვჯანმრთელდი და თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემიძლია, - უთხრა ოლიჩმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს გუშინ, ვარჯიშის შემდეგ.
ოლიჩმა მარცხენა მუხლის ოპერაცია ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ში ცნობილ პროფესორ როჯერ სტიდმანთან გაიკეთა. ივიცას გამოჯანმრთელებით გახარებულია „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესიც, რომელიც ოლიჩს ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიიჩნევს. ასე რომ, 26 და 27 ივლისს, „აუდის“ თასზე ივიცას თამაში შეეძლება. შეგახსენებთ, რომ „აუდის“ თასზე „ბაიერნთან“ და სხვა კლუბებთან ერთად, იტალიის ჩემპიონი „მილანიც“ ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"