ტრეში მგლებს მიუახლოვდა, ბობოც

AutoSharing Option
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „შტუტგარტისა“ და გერმანიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი კრისტიან ტრეში კარიერას „ვოლფსბურგში“ გააგრძელებს.

„კიკერის“ ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და წინ აღარაფერი დაუდგება. 23 წლის ტრეშს, რომელსაც საყრდენი ნახევარმცველობის გარდა, დაცვაში თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა, შვაბურ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს. „შტუტგარტის“ ხელმძღვანელებმა მას ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს, მაგრამ ტრეშმა ამაზე უარი განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ შვაბები ვალდებულები არიან, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ახლავე გაყიდონ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვოლფსბურგის“ მწვრთნელი და მენეჯერი ფელიქს მაგათი მზადაა, „შტუტგარტს“ ტრეშის სანაცვლოდ
12 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ტრეშის გარდა, ვოლფსბურგელებს ახალი თავდამსხმელიც სურთ. თურქული და გერმანული პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ „მგლებმა“ ბეშიქთაშის 26 წლის გოლეადორი ბობო გადაიბირონ, რომელსაც თურქულ გრანდთან კონტრაქტი დაუმთავრდა, ახალი ხელშეკრულება კი ჯერ არ გაუგრძელებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული