პერ მერტეზაკერის, ნალდოს, სებასტიან პრიოდლისა და სებასტიან ბიონიშის შემდეგ, „მუსიკოსებს“ კიდევ ერთი წამყვანი უკანახაზელი დაუშავდათ - მიკაელ სილვესტრმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ბრემენულ კლუბს რამდენიმე თვის მანძილზე ვერ დაეხმარება. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ „ვერდერმა“ სატრანსფერო ბაზარზე უნდა იაქტიუროს და სასწრაფოდ შეიძინოს ახალი მცველები. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ვერდერს“ ბუნდესლიგის სტარტის ჩაგდება ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.
ამთავითვე ცნობილია, რომ ბიონიში და სილვესტრი რამდენიმე თვის
„უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით და სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. სილვესტრის ტრავმამ საბოლოოდ დაგვასვა დაღი,“ - აცხადებს შააფი.
ბრაზილიელ ნალდოს საქმე კარგადაა და წესით, ბუნდესლიგის პირველ ტურს სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს, მაგრამ ერთი წელია, ფეხბურთი არ უთამაშია და არვინ იცის, როგორ ფორმაში იქნება ბრაზილიელი, შელძებს თუ არა პირველივე ტურიდან უმაღლეს დონეზე თამაშს და თანაც, მისი ასპარეზობა უკვე სარისკოა.
პრიოდლი მოედანზე სექტემბრის ბოლომდე ვერ დაბრუნდება, ბიონიში საუკეთესო შემთხვევაში ოქტომბერში გამოჯანმრთელდება და მერტეზაკერი? გერმანიის ნაკრების მცველიც ლაზარეთშია და სრული დატვირთვით ვარჯიშს მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ თუ დაიწყებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვერდერის“ ბოსი კლაუს ალოფსი მილანელი სოკრატის პაპასტატოპულოსის არენდაზე და ექს-ნიურნბერგელ ანდრეას ვოლფის ტრანსფერზე ფიქრობს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"