ვერდერმა ვოლფი იყიდა!

AutoSharing Option
„ლელოს“ მკითხველი კარგადაა ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ბრემენის „ვერდერს“ დაცვაში ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს - „მუსიკოსებს“ ერთბაშად ხუთი მცველი (მერტეზაკერი, ნალდო, ბიონიში, პრიოდლი, სილვესტრი) ჰყავთ დაშავებული.

შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია ის, რომ მიკაელ სილვესტრის დამტვრევიდან ორი დღის შემდეგ, ბრემენულმა კლუბმა სასწრაფოდ ახალი მცველი იყიდა: 29 წლის ანდრეას ვოლფი „ვერდერში“ „ნიურნბერგიდან“ გადადის და „მუსიკოსებთან“ კონტრაქტს 2013 წლამდე გააფორმებს.

„მიხარია, რომ „ვერდერში“ თამაშის საშუალება მომეცემა. როგორც კი ბრემენიდან დამიკავშირდნენ, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა,“ - უთხრა ვოლფმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული