შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია ის, რომ მიკაელ სილვესტრის დამტვრევიდან ორი დღის შემდეგ, ბრემენულმა კლუბმა სასწრაფოდ ახალი მცველი იყიდა: 29 წლის ანდრეას ვოლფი „ვერდერში“ „ნიურნბერგიდან“ გადადის და „მუსიკოსებთან“ კონტრაქტს 2013 წლამდე გააფორმებს.
„მიხარია, რომ „ვერდერში“ თამაშის საშუალება მომეცემა. როგორც კი ბრემენიდან დამიკავშირდნენ, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა,“ - უთხრა ვოლფმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"