ფიოლერი: ბალაკს ცეცხლი უკიდია!

AutoSharing Option
„ლევერკუზენი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, ყველაზე მეტად კი, გერმანიის ჩემპიონატის დაწყებას მიხაელ ბალაკი ელოდება: მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებიდან მოკვეთეს, ბუნდესგუნდის ყოფილი კაპიტანი ძალიან მონდომებულია და უნდა, ყველას დაუმტკიცოს, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მწარედ შეცდა, მასზე საბოლოო უარი რომ თქვა.

„პირადად მე არ მახსოვს, როდის იყო მიხაელი ბოლოს ასეთი მონდომებული. 2010 წელი მისთვის მართლად კატასტროფული გამოდგა, ახლა კი მართლა ძალიან კარგ ფორმაშია და უნდა, დაამტკიცოს, რომ ნაადრევად ჩამოწერეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ სეზონში სულ სხვა ბალაკს ვიხილავთ,“
- ამბობს ლევერკუზენელთა სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი, რომელიც გუნდის მზადების პროცესით კმაყოფილია.

მისი თქმით, გუნდში ახლა უფრო დიდი კონკურენციაა, ვიდრე გასულ სეზონში იყო, რაც ზოგადად ყველა ფეხბურთელზე დადებითად მოქმედებს. ფიოლერი: „ბუნდესლიგაში მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენთვის პროგრამა მინიმუმი ამჯერად უკვე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება, მაქსიმუმი კი გერმანიის ჩემპიონობა. შარშან ვთქვით, რომ მინიმუმ საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა გვსურდა, სეზონი კი მეორე ადგილზე დავამთავრეთ. ამიერიდან, ჩემპიონთა ლიგაში ბუნდესლიგიდან ოთხი გუნდი გადის და მინიმუმ საუკეთესო ოთხეულში უნდა მოვხვდეთ. ისე კი, ვფიქრობ, რომ ამ გუნდს ჩემპიონობაც შეუძლია.“

„ფარმაცევტები“ მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გადიან და სამშობლოში დაბრუნებამდე, პარასკევს „მიუნხენ 1860-ს“ ამხანაგურად გაეჯიბრებიან. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის პირველ ტურში, 7 აგვისტოს „ლევერკუზენი“ „მაინცს“ შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავიწყოთ იქედან,რომ ლევერკუზენი გავიდა მეორე ადგილზე, შემდეგ- ბუნდესიგიდან გადის ლიგაზე 3 გუნდი. 2 პირდაპირ მესამე საკვალიპფიკაციიოში ერთვება.

პ.ს. არ შეიძლება ესეთი სტატიების წერა! ელემენტარულად ტყუილებით არის სავსე :))))))))))))
გიორგი
12:58 07-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული