გარემოებაში კი იმას ვგულისხმობთ, რომ პოლანსკი უკვე 25 წლისაა და მხოლოდ ახლა დათანხმდა პოლონეთის ნაკრებში თამაშს - სავარაუდოდ მას მერე, რაც მიხვდა, რომ გერმანიის პირველ გუნდში მას შანსი აღარ ჰქონდა. თავის დროზე პოლანსკი გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და 21-წლამდელთა ბუნდესგუნდის კაპიტანი
პოლონეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანჩიშეკ შმუდა არ გამორიცხავს, რომ პოლანსკის 10 აგვისტოს დაგეგმილ ტესტ-მატჩში უხმოს. შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს პოლონელებს საქართველოს ნაკრებთან აქვთ ამხანაგური შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ პოლანსკი წარმოშობით სამხრეთ პოლონური ქალაქიდან, სოსნოვიეციდანაა და აქვს როგორც პოლონეთის, ისე გერმანიის მოქალაქეობაც. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ოიგენ პოლანსკის იმედი აქვს, რომ შმუდა მას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წაიყვანს.
თავის დროზე, პოლანსკიმ გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნის სტატუსი მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ ასპარეზობის დროს მოიპოვა, მაგრამ მერე პროგრესი შეწყვიტა და „გლადბახის“ ძირითად შემადგენლობაში აღარ ათამაშებდნენ. 2008 წელს მან „ხეტაფეს“ მიაშურა, სადაც ისევ გაიბრწყინა და სწორედ ამიტომ გადაიბირეს მაინცელებმა, სადაც პოლანსკიმ ძველი ფორმა აღიდგინა და ახლა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. გასულ სეზონში მან „მაინცის“ ღირსება 28 მატჩში დაიცვა („კიკერის“ საშუალო შეფასება 3.29 ბალი).
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პოლანსკიმდე, გერმანიის ნაკრებს პოლონეთის ეროვნული გუნდი სებასტიან ბიონიშმა (ვერდერი) და ადამ მატუშიკმაც (კიოლნი) ამჯობინეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"