დონმა რიბერის თითი დაუქნია!

AutoSharing Option
„ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს – როგორც იცით, რეკორდმაისტერი შეკრებას იტალიაში გადის. ახალი ის არის, რომ ბავარიელთა დამრიგებელმა იუპ ჰაინკესმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 28 წლის ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი გააკრიტიკა.

„თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე მთავარი ის არის, რომ გუნდი უნდა ფუნქციონირებდეს. თავდაცვაზე ზრუნვა კი მეტოქის ნახევრიდან იწყება. ასე რომ, დაცვითი ფუნქციები თავდამსხმელებმა და შემტევმა ნახევარმცველებმაც უნდა იტვირთონ. მე ვიცი, რა შეუძლია რიბერის და მას ძალიან ვაფასებ, მაგრამ ფაქტია, რომ ტაქტიკას ის უნდა მოერგოს და არა პირიქით, - ამბობს ჰაინკესი „ბილდისთვის“ მიცემულ
ინტერვიუში და იქვე დასძენს, - მან უნდა შეასრულოს ყველა დავალება, რაც მიეცემა.

სხვათა შორის, ეს მარტო რიბერის არ ეხება. იგივეს ვამბობ სხვა შემტევების, არიენ რობენის, ბასტიან შვაინშტაიგერის, თომას მიულერისა და მარიო გომესის შესახებაც. ძალიან ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს და სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ ფეხბურთელები მოერგონ ტაქტიკას. ნებისმიერ ვარსკვლავზე მნიშვნელოვანი გუნდის ფუნქციონირებაა.“

რიბერის მცირე ტრავმა აწუხებდა და გუნდს გუშინ შეუერთდა. მიხარია, რომ ისევ ბიჭებთან ერთად ვარ და სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველიო, აღნიშნა ფრანგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული