მსჯელობის მთავარი თემა „შალკეს“ სატრანსფერო გეგმები იყო - საუბარმა მხოლოდ 20 წუთს გასტანა და როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, მოლაპარაკებების დროს ფეთქებადი სიტუაცია შეიქმნა.
ეს ყველაფერი მას მერე გაირკვა, რაც შეხვედრის შემდეგ, რანგნიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აი, ასეთი კომენტარი გააკეთა: „კლემენს ტიონიესთან შესაძლო
მიუხედავად იმისა, რომ „შალკემ“ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ უეფასგან დაახლოებით 60 მილიონი ევრო მიიღო, გელზენკირხენულ კლუბს დღეისათვის 216-მილიონიანი ვალი აქვს. თუმცა რანგნიკს კლუბის ბოსების ძველი ცოდვები ნაკლებად აინტერესებს და გუნდის გაძლიერებისთვის ფულის გამოყოფას ითხოვს. შეფებს უთქვამთ, ტრანსფერებში 13 მილიონზე მეტის დახარჯვა არ შეგვიძლიაო, რალფს კი მინიმუმ 23 მილიონი სჭირდება, რადგან „ფრაიბურგის“ გოლეადორი პაპის დემბა სისე 15 მილიონი ღირს, „ბრესტის“ თავდამსხმელი რუ კი 8 მილიონად ფასობს.
„ჩემი აზრით, დისკუსია ნაყოფიერი იყო. ჩვენ რანგნიკისთვის არასდროს გვითქვამს, რომ ტრანსფერებში ძალიან ბევრ ფულს დავხარჯავდით,“ - ამბობს ტიონიესი.
„სამწუხაროდ, ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძვირადღირებული მოთამაშეები ვიყიდოთ. ძველი ტრანსფერებიდან, რამდენიმეს ფული ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გადახდილი,“ - ეს კი ფინანსური დირექტორის, პეტერსის სიტყვებია.
„ბილდის“ მიერ ამასწინათ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი, რომლის მიხედვითაც, „შალკე“ ლევან ყენიას ტრანსფერზე დაყენებას აპირებდა, ახალი არაფერი ისმის. შესაბამისად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს სპეკულაცია იყო, თუმცა ხომ იცით, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და უმჯობესია, ოფიციალურ ცნობებს დაველოდოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"